ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » იანვარი » 9 » "კუჩხი ბედინერი", ანუ როგორ დაათხოვა იღბალამ ქალები    

14:00:21
"კუჩხი ბედინერი", ანუ როგორ დაათხოვა იღბალამ ქალები
"კუჩხი ბედინერი", ანუ როგორ დაათხოვა იღბალამ ქალები
"კუჩხი ბედინერი", ანუ როგორ დაათხოვა იღბალამ ქალები
06-01-2014
ეს ამბავი ერთ თბილისურ ოჯახში მოხდა რამდენიმე წლის წინ. ამბის მთავარი გმირების თხოვნით გვარ-სახელები შევცვალე, ფაქტს კი უცვლელად გთავაზობთ. 

გაბადაძის ოჯახში 6 ქალიშვილი იზრდებოდა. მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, რეზომ და ნანამ ბიჭი მაინც ვერ გააჩინეს. ამათ ენაცვალოთ ჩემი თავიო, იტყოდა ხოლმე გოგოებზე რეზო, მაგრამ მერე უცებ მოქუფრული ჩაიბურდღუნებდა, ერთი ბიჭიც გეჩუქებინა, ღმერთოო. გავიდა წლები და ყველაზე უმცროსი ნათიაც სრულწლოვანი შეიქმნა, გასათხოვრად შეღერებულ ქალიშვილებს მთხოვნელი არ ჰყავდათ. ქვეყანაში მძიმე პერიოდი იდგა, ომი, შიმშილი... მამაც გოგონებს ყოველ ნაბიჯს უკონტროლებდა და მოითხოვდა, რომ საღამოს სახლიდან ფეხი არ გაედგათ. მოკლედ, მზეთუნახავებივით კოშკში გამოკეტილ გოგონებს, ბედიც ჩაკეტილი ჰქონდათ. 

1994 წელი დგებოდა. ვინ უნდა იყოს მეკვლეო? - იკითხა ნანამ. ერთი კაი მაჭანკალი არ გვაწყენდაო, ისურვა ბებომ. ნეტავ, თქვენო, ამრეზით გადახედა რეზომ ქალებს და 12 საათი შესრულდა თუ არა, სათითაოდ ჩაკოცნა ოჯახის 8 უძვირფასესი წევრი და დასაძინებლად მიწვა. ამ დროს სადარბაზოში უცნაური ხმები გაისმა. რეზომ ბუხრიდან საჩხრეკი გამოათრია და ფრთხილად მიიპარა კართან, - რომელი ხარ მანდ? ხმას არავინ იღებდა. ვინ მეხუმრება ბოროტად ამ ახალი წლის ღამეს? - გაცხარდა კაცი. უცებ ძაღლის წკავწკავი გაისმა. რეზომ კარი ფრთხილად გააღო და შინ ბურთივით მრგვალი, კავკასიური ნაგაზის ლეკვი შემოგორდა. გადაირივნენ ქალები, ძაღლს სახლში რა უნდაო და გამოუდგნენ გასაგდებად. ბურთა ლეკვი მაგიდის ქვეშ შეძვრა და გამოსვლას არ აპირებდა. ბებომ, მოვეფეროთ, ეს ყოფილა ჩვენი მეკვლეო და ყველა დააშოშმინა. მერე კი მეკვლეს მამასისხლად ნაყიდი ხორცით გაუმასპინძლდნენ. გაგიჟდა ლეკვი, დარბოდა, ყეფდა, ქალებს ხელებს ულოკავდა... უცებ ოჯახის უფროსმა შეჰყვირა, შენ გენაცვალე, კაცი ყოფილხარ ბიჭოო! როგორც იქნა, კაცი მეღირსა ოჯახშიო და გადაწყვეტილება მიიღო, ძაღლი დაეტოვებინა - სახელიც კი დაარქვა, იღბალა. მოკლედ, იღბალა გაიზარდა და ერთი წლისა უკვე დათვივით იყო. 

ერთ მშვენიერ დღეს იღბალა და რეზოს ქალიშვილი ეკა მარტო იყვნენ შინ, კარზე ზარი რომ გაისმა, ახალგაზრდა მამაკაცი უზარმაზარი ამანათით მისდგომოდათ. გაირკვა, რომ  მისამართი შეშლია. ძაღლი რომ დაინახა, მოსაფერებლად გაიწია, იღბალაც სიამოვნებით გაუწვა და ასე ფერებ-ფერებაში შინაც შეიტყუა. მერე როგორც კი წასვლა დააპირა, ძაღლი წინ გადაუდგა და ღრენით აგრძნობინა, მოსვლა შენი საქმე იყო, წასვლა ჩემიო. ეკამ ვერაფრით გააჩერა ძაღლი და იძულებული გახდა მამისთვის სამსახურში დაერეკა... არიქა, კაცი არ დაგლიჯოს, მიხედე სტუმარს და მოვალ მალეო, - დაამშვიდა მამამ. ეკამ კაცი ყავაზე მიიპატიჟა, საუბარი გააბეს, იღბალა კი იწვა და დროდადრო ღრენით ახსენებდა სტუმარს, შენი განძრევა და შეხრამუნება ერთი იქნებაო. ოჯახის უფროსი რომ მოვიდა, უკვე ეკა და ირაკლი დიდი ხნის ნაცნობებივით ჭუკჭუკებდნენ. რაღა ბევრი გავაგრძელო და... იმ დღეს იღბალამ  კი დათმო სტუმარი და შინ გაუშვა, მაგრამ ირაკლიმ აღარ დათმო ეკა და ერთ დღესაც ყურებამდე შეყვარებულმა სასიმამროს ქალის ხელი სთხოვა. აშენდა შენი ოჯახიო, ლოცავდა რეზო მაჭანკალ იღბალას. გავიდა რამდენიმე თვე და ძაღლთან ერთად სასეირნოდ გასულ ნათიას იღბალა  გაექცა... ოჯახში გლოვა დაიწყო. რეზო თავის უიღბლობას წყევლიდა, ასეთი ძაღლი ამ სულელ გოგოს როგორ ვანდეო. ყველას ეკითხებოდა, ხომ არ გინახავთო? ოთხი დღის შემდეგ მამაკაცმა დარეკა, მგონი თქვენი ძაღლი უნდა იყოს, უზარმაზარი ხვადი ნაგაზია, ჩვენს ძუზეა შეყვარებულიო. იღბალას სანახავად მართა ბებიაც კი წავიდა. გაირკვა, რომ იღბალა "ქალს" გაჰკიდებია. ეს რა მაგარი ბიჭი გყოლიათო, მხარზე ხელი დაარტყა რეზოს "მძახალმა", კუსუნას პატრონმა გურამმა. სამი ვაჟი მყავს, მე და ჩემი ცოლი დავიქანცეთ მათი დაოჯახების მოლოდინით, იღბალამ კი უცებ გაჩარხა საქმეო... იმ საღამოს გაბადაძეების და არველაძეების ოჯახებმა იღბალას და კუსუნას გაბედნიერება აღნიშნეს... იმავე წელს კი ნათია ლევანმა შეირთო ცოლად. იღბალამ 14 წელი იცოცხლა... რეზოს  ყველა ქალიშვილი დაათხოვა... გაბადაძეების ოჯახში სიყვარულით იგონებენ იღბალას...

სოფო გამრეკელი


წყაროhttp://კვირისპალიტრა
კატეგორია: სახუმარო ამბები | ნანახია: 4095 | დაამატა: Admin | ტეგები: ბედინერი, როგორ, ანუ, ქალები, დაათხოვა, კუჩხი, იღბალამ | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 temo-1404   (16.03.2018 13:45:59) [მასალა]
19

0   Spam
4 tiniko1978   (25.02.2014 17:49:52) [მასალა]
მჯერავს რომ სინამდვილე იქნება.. 166

0   Spam
3 dudu   (11.01.2014 11:19:05) [მასალა]
166 166 166

0   Spam
2 @snaipi@   (10.01.2014 01:48:59) [მასალა]
კარგია ვენაცვალე იღბალას ნადირობაშიც არ გვაწყენდა მასეთი იღბალა 39 39 39 39 39

0   Spam
1 24   (09.01.2014 16:32:20) [მასალა]
რა კარგი ძაღლი ყოფილა.საყვარელი 10 10 166 166 gimili gimili

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 9
    სტუმარი: 9
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика