მთავარი » 2015»აპრილი»28 » "მოდიდან" გადასული მასტიფები, ანუ რატომ იღუპებიან მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ძაღლები
15:02:07
"მოდიდან" გადასული მასტიფები, ანუ რატომ იღუპებიან მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ძაღლები
ოდესღაც ჩინეთში “მოდური” ჯიშის ძაღლების, ტიბეტური მასტიფების რიცხვი გაიზარდა. რამდენიმე წლის წინ ეს ჯიში 1.6 მილიონ დოლარად გაიყიდა . ბოლო დროს ამ ჯიშის ძაღლებს პატრონები ხშირად ტოვებენ.
მიტოვება კიდევ არაფერია იმასთან, რაც ამ წლის დასაწყისში მოხდა. ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის მიერ ნაპოვნი იქნა 150 მასტიფის ჯიშის ძაღლი, რომელიც მანქანით დასახოცად გადაყავდათ სასაკლაოზე. როგორც აღმოჩნდა, ისინი 5 დოლარად იყიდეს, ამიტომ სიკვდილის შემდეგ მათი ხორცი და ტყავი იქნებოდა გამოყენებული. საბედნიეროდ, ამის შესახებ ცხოველთა უფლებების დამცველებმა გაიგეს და ყველა ძაღლი თავის მანქანაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, სამი ლეკვი დაიღუპა საშინელი პირობების გამო.ცხოველთა დამცველები აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტების დროს პოლიცია თავს იშვიათად იწუხებს.
მართალია ეს ძაღლები ქვეყნის სიმბოლოდ ითვლებიან, თუმცა მსგავს ფაქტებს ის იწვევს, რომ მათი შენახვა ძალიან ძვირი ჯდება. მათ შესანახად ყოველდღე 60 დოლარია საჭირო.
“ათი წლის წინ მოდაში გერმანული მეცხვარე ნაგაზი იყო, შემდეგ ოქროს რეტრიველი, მერე დალმატინელი და ჰასკი. მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ტიბეტური მასტიფი ხორცის სატვირთო მანქანაზე აღმოჩნდებოდა”, - აღნიშნავს საერთაშორისო ვეტერინარული მომსახურების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, მერი პენგი.
მათ გადასარჩენად ჩინეთში სპეციალური ჯგუფები ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი მათგანია Together For The Animals In China. მათ ძაღლების გადასარჩენად კამპანია და თანხების შეგროვება დაიწყეს, რითაც ისინი ეხმარებიან ამ ჯიშის ძაღლებს საშინელი სასაკლაოებისგან თავის დაღწევაში. ისინი მასტიფებს სამაშველო და პროფესიულ მომსახურებასაც უწევენ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!