06-01-2014
ეს ამბავი ერთ თბილისურ ოჯახში მოხდა რამდენიმე წლის წინ. ამბის მთავარი გმირების თხოვნით გვარ-სახელები შევცვალე, ფაქტს კი უცვლელად გთავაზობთ. გაბადაძის ოჯახში 6 ქალიშვილი იზრდებოდა. მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, რეზომ და ნანამ ბიჭი მაინც ვერ გააჩინეს. ამათ ენაცვალოთ ჩემი თავიო, იტყოდა ხოლმე გოგოებზე რეზო, მაგრამ მერე უცებ მოქუფრული ჩაიბურდღუნებდა, ერთი ბიჭიც გეჩუქებინა, ღმერთოო. გავიდა წლები და ყველაზე უმცროსი ნათიაც სრულწლოვანი შეიქმნა, გასათხოვრად შეღერებულ ქალიშვილებს მთხოვნელი არ ჰყავდათ. ქვეყანაში მძიმე პერიოდი იდგა, ომი,