ვიდეო, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ უყურებთ, ფოტოგრაფ კრის ჯორდანს და მის გუნდს ეკუთვნის. ფილმი "შუა გზა" (Midway) ხელოვანმა იმ ეკოლოგიური ტრაგედიის ხაზგასასმელად გადაიღო, რომელიც ადამიანების დაუდევრობის შედეგად, ყოველდღიურად იფართოებს საზღვრებს.
კუნძული Midway Atoll წყნარ ოკეანეში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიის კონტინენტებს შორის მდებარეობს და ორივე მათგანიდან თანაბრადაა დაშორებული. ამიტომაც ჰქვია სახელი Midway, რაც შუალედურს, შუა გზას ნიშნავს.
კუნძული, რომელიც ათეულათასობით ალბატროსის თავშესაფარია, ბევრი მათგანის უკანასკნელი სამყოფელიც ხდება. კრის ჯორდანმა ფირზე შემზარავი კადრები დააფიქსირა: როგორ იხოცებიან ზღვის ფრინველები დაბინძურებულ წყლებში ჩაყრილი ნივთების ჩაყლაპვის შედეგად, რადგან წყალში მოტივტივე ნივთები საკვები ჰგონიათ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!