სოჭში, აჩიგვარის ტბის ეკოლოგიურ პარკში, ავსტრალიურ შავ გედს ერთდროულად 7 ბარტყი შეეძინა.
მათი ამ ქვეყანაზე მოვლენის პროცესი ორ ეტაპად გადიოდა - თავიდან სამი პატარა გამოიჩეკა, მომდევნო დღეებში კი, კიდევ ოთხი. დედალი კვერცხებზე სექტემბრიდან იჯდა. მამალი მას ამ პერიოდში იცავდა და არავის უშვებდა ბუდესთან.
ისევე, როგორც თეთრი გედები, შავებიც ძალიან ერთგული ფრინველები არიან. ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე არ იცვლიან პარტნიორს.
ბარტყები მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ უკვე ტბაში ცურავენ და მათი ნახვა ყველა მსურველს შეუძლია. თუმცა, ისინი ჯერ რუხ ბუმბულიან გუნდებს მოგვაგონებენ და არა ლამაზ და ამაყ ფრინველებს. თუმცა, სულ რაღაც 2 თვეში, ისინი ფრთებს გაშლიან და ფრენას ისწავლიან.
შავი გედები გავრცელებულები არიან: ავსტრალიაში, ტასმანიაში და ახალ ზელანდიაში. ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში მათი ნახვა მხოლოდ პარკებსა და ნაკრძალებში შეიძლება.