ისევე როგორც საქართველოში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც იტანჯებიან ძაღლები შიმშილით, სიცივით, სხვადასხვა დაავადებით და მათ პატრონი არ ჰყავს, რომ დახმარება გაუწიონ.
სი-ბაოს ისტორია ყველა ცხოველთა მოყვარულს თვალზე ცრემლს მოჰგვრის და არა მარტო ცხოველთა მოყვარულს. ეს ჩია ტანის ძაღლი ჩინეთის ქუჩებში უპატრონოდ დადიოდა ყოველდღიური საკვების მოსაპოვებლად, თუმცა მას ჰყავდა პატრონი, რომელიც მისი ყურადღებით თავს არ იწუხებდა და საბოლოოდ სი-ბაო ქუჩაში გააგდო.
ერთ დღეს, საკვების მოსაპოვებლად, რკინიგზის მოდამოებში გამოსულ მშიერ სი-ბაოს მატარებელი დაეჯახა და მან უკანა ორი კიდური დაკარგა.
ამის შემდეგ ის დაფეხმძიმდა და შეეძინა ოთხი ჯანმრთელი ლეკვი.
იმისდა მიუხედავად, რომ მას არ ჰქონდა უკანა კიდურები, ის მაინც იბრძოდა სიცოცხლისთვის.
სი-ბაო განსაკუთებულად ზრუნავდა თავის პატარა ლეკვებზე. ის ყოველდღე გაჭირვებით ბევრს დადიოდა წინა თათებით, იმისათვის, რომ საკვები მოეპოვებინა და მისი ლეკვები შიმშილით არ დახოცილიყვნენ.
ერთ დღეს ძაღლი შემთხვევით გოგონამ შეამჩნია და გადაწყვიტა ლეკვებიანად თავის სახლში შეეფარებინა. გოგონამ ასევე იზრუნა, რომ ეს პატარა არსებები გაეჩუქებინა კეთილ ადამიანებზე, რათა ისევ ქუჩაში არ დარჩენილიყვნენ.
ჩინეთში 130 მილიონზე მეტი უპატრონო ძაღლი ცხოვრობს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ადამიანები სოფლებიდან და პატარა ქალაქებიდან გადადიან დიდი ქალაქის მაღალ სართულიან სახლებში და იქ ფაქტობრივად ადგილი არ არის ცხოველების ყოლისთვის, ამიტომაც უმეტესობა უგულო პატრონი ძაღლს ქუჩაში ტოვებს (ამას ასახელებს ერთ-ერთ მიზეზად ჩინეთის სახელმწიფო უპატრონო შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით).
იმედია სან-ბაო, მისი ლეკვები და კიდევ უამრავი უპატრონო ცხოველი იპოვის ახალ პატრონსა და მათთან გააგრძელებს ბედნიერ ცხოვრებას.