მონადირეებისგან გავრცელებული ინფორმაციით, პალიასტომის მიმდებარე ტერიტორიაზე მონადირეებს გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლები მასობრივად აჯარიმებენ დიდი ოდენობის თანხის ჯარიმებით. ეს შეეხებათ სანადირო იარაღზე ფარებ დამაგრებულ, ელექტროსატყუარით მონადირე და საერთოდ ამ ტერიტორიაზე აწყობილი იარაღით მყოფ მონადირეებს. კარგია რომ ამ ქვეყანაში კანონის აღსრულება იწყება, კარგია რომ ბრაკონიერულ საშუალებებს ვებრძვით, თუმცა ამ ყველაფერში საგანგაშო ის არის რომ რეჟიმის დარღვევაზე წერენ ოქმებს იმ ადგილებში, სადც არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი ან ფირნიში არ არსებობს, რომ იქ ნადირობა აკრძალულია, რომ ეს კოლხეთის ეროვნული პარკის დაცული ტერიტორიაა. კოლხეთის ეროვნული პარკი ერთიან საზღვარში არ არის მოქცეული, არამედ ის ერთმანეთისგან დაშორებული რამდენიმე ტერიტორიის ერთობლიობაა. მისი ზუსტი საზღვარი
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!