ვილჰემ კონრად რენტგენმა (Wilhem Conrad Rontgen) 1895 წელს აღმოაჩინა X–სხივები (რენტგენის გამოსხივება).
რადიოაქტიურობის ან რენტგენის სხივების შიში-რადიოფობია ზოგიერთ ადამიანს
დღესდღეობითაც აქვს, ამ პოსტში კი წარმოგიდგენთ იარაღის რენტგენის
სურათებს… რენტგენის სხივების დიდი
ღირსებაა ის, რომ მათ აქვთ უნარი გაატანონ ისეთ სხეულებში, რომლებშიც
სინათლის შუქი ვერ აღწევს. ამავე დროს რენტგენის სხივები გადის სხვადასხვა
სიმკვრივის სხეულებში და არათანაბრად შთაინთქმება; აღსანიშნავია ისიც, რომ
X–სხივების გავრცელების სისწრაფე სინათლის შუქს უტოლდება და რომ, რენტგენის
სხივები უჩინარია… ჩვენ უკვე დავათვალიერეთ იარაღის ვაზნები შიგნიდან,
შოკოლადის ფილები და სხვა ნივთების ნაირსახეობები, რომ გაგვეგო თუ როგორ
გამოიყურებოდა მათი „შიგნეულობა" . როგორც წესი, რომ მივიღოთ ასეთი
სურათები, ფოტოგრაფები უბრალოდ ჭრიან მოცემულ ნივთებს ნახევარზე. მაგრამ
ცნობილ ბრიტანელ ფოტოგრაფს ნიკ ვისის (Nick Veasey) მოუვიდა კარგი იდეა,
რომლის დახმარებითაც ყველა გადასაღები ობიექტი დარჩა ხელუხლებელი და
დაუზიანებელი… ის იყენებს რენტგენულ, X- სხივებს. გთავაზობთ , ფოტოგრაფ ნიკ
ვისის (Nick Veasey) მიერ გადაღებული იარაღის რენტგენულ გამოსახულებებს;
1. Walther PPK 2. Derringer 3. Luger 4. Mauser C96 5. .44 Magnum 6. Thompson 7. UZI 8. UMP 45 9. MG 42 10. AK47 11. M16 + M230 12. M1 Garand 13. Desert Eagle 14. SPAS 12 15. M 60 16. Anschütz Hunting Rifle
წყარო: http://ucnauri.com
|