მთავარი » 2015»ნოემბერი»1 » 1 ნოემბრიდან სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველები გამოცდას ჩააბარებენ
15:04:31
1 ნოემბრიდან სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველები გამოცდას ჩააბარებენ
მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით შემუშავდა და ძალაში შედის "კანონი იარაღის ბრუნვის წესების გამოცდის შესახებ". შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იარაღის მოხმარების წესების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველები 2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდას ჩააბარებენ. იარაღის შეძენის მსურველები გამოცდას თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის, გაზის (აირის) იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ჩააბარებენ. საგამოცდო ბილეთები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაა შედგენილი. იარაღის დარეგისტრირების მსურველი რეგისტრაციის პროცედურის გავლას მხოლოდ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებს. საგამოცდო ტესტი 20 კითხვისგან შედგება და გამოცდა ჩაბარებულად 18 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება. იარაღის შეძენის მსურველს თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად 30 წუთი ეძლევა. იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარება არ ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც იარაღს 1 ნოემბრამდე დაირეგისტრირებენ. იარაღის მფლობელი გამოცდას მხოლოდ ახალი იარაღის შეძენის შემთხვევაში აბარებს. ამავდროულად, გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მოქალაქეს იმავე ტიპის სხვა იარაღის შეძენისას გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა აღარ მოუწევს. იარაღის შეძენის მსურველებს გამოცდაზე გასვლა შსს-ს მომსახურების სააგენტოს ყველა განყოფილებაში შეეძლებათ. გამოცდაზე გასასვლელად უნდა წარმოადგინონ ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. გამოცდის ჩაბარება მომსახურების სააგენტოს განყოფილებებში 1 ნოემბრიდან დაიწყება. დაინტერესებულ პირებს საგამოცდო ბილეთების ნახვა შსს-ს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - sagency.ge-ზე შეეძლებათ.
აუფ რა გააკეთეს ბიჯოოოო შევარდით ნატოში,იმდენი დედას მე თქვენი ვინც ეს დაწერაა უაზრობაა,პირდაპირ უთხარით ხალხს რომ ბიჯოო 60 ლარი მოიტა და ეგაააა,ტქვენი სირაქლემა დედა ვატირე მეეეე ლიჩნათ
სრული სისულელეა, უბრალოდ, ფულის შოვნის ახალი მეთოდია და სხვა არაფერი, თორე იარაღის უსაფრთხოების წესები ნებისმიერმა იციცს . თუკი მინდს უდიერად მოვეპყრა იარაღს მაინც ჩემსას გავაკეთებ და მაინც ზოგი კითხვას გაიხსენებს მაგ ტესტებით
გამარჯობათ,მაქვს გლუვ ლულიანი სანადირო თოფი,ეს ჩვეულებისამებრ გაფორმებული მაქვს და მინდ მეორეც შევიზძინო,ვერ გავიგე რაღაც, თუ ამისი საბუთი უგამოცდოდ მაქვს და ვნადირობ მეორე თოფის შესაძენად მაინ უნდა გავიარო გამოცდა?მართვის მოწმობა რო გაქვს ადამოანს მეორე მანქანა რო იყიდო ამას ახალი მართვის მოწმობა უნდა? თუ შეიძლება ვინმემ გამარკვიეთ ცოტა დაბნეული ვარ,ანუ კიდევ გავიმეორებ,მაქვს გაფორმებული თოფი და კიდევ მინდა მეორე თოფი შევიძინო ამისთვის გამოცდა მაინც უნდა ჩავაბარო თუ არა?
ცოდნა რომ არასოდეს არაა ზედმეტი ეს უდაოა მითუმეტეს იარაღის ფლობასთან დაკავშირებული. "ფულის მახეს" რაც შეეხება ნებისმიერი მომსახურება ფასიანია მათ შორის საგამოცდოც. კარგი იქნებოდა თუ საგამოცდო გადასახადი სიმბოლური იქნებოდა და ამ არგუმენტს საფუძველი გაუქრებოდა მითუმეტეს, რომ საეჭვოა საქართველოს ბიუჯეტს ამ გადასახადით რაიმე მიემატოს.
მაქ თობზე დასამაგრებელს ვერ ვხედავ და თუ ადამიანი გზას ინათებს ამაზე ჯარიმა არ არის, მაგას ჯობია პალიასტომთან ნათხარებში გაიარონ და შეუზლიათ დღეში მინიმუმ 3 ფაქტს ნახავენ აპარატჩიკების,არ არის საწირო ღამის რეიდი,დღისიშ გაიერონ.
გადაყიდვის შემტხვევაში რა ხდება?!..... გამოდის რომ თუ კაცს იარაი აქვს დარჩენილი და გაუფორმებელი..... მე თუ მინდა ვიყიდო ჯერ ფასს გამიძვირებს ან კიდე გამყიდველი დარჩება წაგებული.... ან იყიდის ჩუმად და ექნება როგორც ადრე ქონდათ დამალული..... არავის აღარ ექნება დაურეგისტრილებელი იარაის გაფორმების სურვილი (86+60ლარი+ტვინის ბურღვა) და არც მეორადი იარაღის ყიდვის.... და კიდე რას ნიშნავს იმავე ტიპის იარღი მე თუ გაფორმებული მაქვს გლუვლულიანი... შეიძლება მითხრან რომ თუ სხვა კალიბრია სხვა ტიპია.... ან ავტომატურია და ჩახმახიანი... და კიდე თუ გამიფორმე და წლეებია ვიყენებ სანადირო იარაღს... რა ახალბედა მონადირე რომელიც გამოცდას (უკვე გამოცდილი :)) ჩააბარებს ის ჩემზე გამოცდილი იქნება????? :
რა სისულელეა რას ეთანხმებით ვერ ვხვდები ეს ტესტი მოიგონეს ფულის საკეთებლად თორე ამ ბილეთებს ყველა ჩააბარაბს. სიმკაცრე კიარა ნადირობაზე მიიღონ წესიერი კანონი ჯობია. ცხოველზე ნადირობას კრძალავენ და ათასნაირი კარაბინები იყიდება
ძალიან კარგიი. ასე კიარა მეტი მკაცრად უნდა იყოს იარაღის გაფორმება. რამდენი შემთხვევა იყო წელს კიდევ ახალგაფორმებული ახალბედების და ხარბი მონადირეების ნასროლით, მანოკით რო ნადირობენ და მწყერის გარდა არაფერს არ უყურებენ? ასეთებს მხოლოდ 70 ლარად რატო უნდა გაუფორმებდენ თოფს? გამოცდა ჯერ ცოტას მაინც დააფიქრებთ ასეთებს და ცოტა ფრთხილად მოეკიდებიან იარაღს. მე პირადად ჩავაბარებ ამ გამოცდას(ანუ ჩემი მოთხოვნით). მიუხედავად იმისა რომ 3 თოფი უვადოდ მაქვს გაფორმებული.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!