ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2016 » იანვარი » 22 » არის თუ არა მემკვიდრეობით მიღებული იარაღის შენახვა დანაშაული?    

10:34:30
არის თუ არა მემკვიდრეობით მიღებული იარაღის შენახვა დანაშაული?
თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. გაგიჩნდებათ შეკითხვა, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ იარაღი მემკვიდრეობით გადმოგეცათ. არის თუ არა ამ სახის სამკვიდროს მიღება კანონსაწინააღმდეგო ქმედება? რა თქმა უნდა, ამგვარი სამკვიდროს მიღება არ შეგიქმნით არანაირ სამართლებრივ პრობლემას, თუ კანონით გათვალისწინებული წესით შეძლებთ საკუთრების გადაფორმებას. აღნიშნული ქმედებისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია: განცხადება; საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი; სამკვიდრო მოწმობა ან სასამართლო გადაწყვეტილება; იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა; იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აქვე მოგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ ნებართვის მაძიებელს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. იარაღის გადასაფორმებლად, ზემოთ აღნიშნული დოკუმენტების გარდა საჭიროა მოსაკრებლის საფასურის გადახდა: თავდაცვის სახის მოკლელულიან ან სპორტული სახის მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლ იარაღზე – 8 ლარი. თავდაცვის სახის გაზის (აირის), სანადირო, სპორტული სახის გრძელულიანი და სპორტული სახის მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღზე -6 ლარი. მომსახურებისთვის დადგენილი საფასური კი შეადგენს: იარაღის რეგისტრაციისთვის 20 ლარს N025 ბანკის კოდზე შეატნით; იარაღის რეგისტრაციის მოწმობისთვის 15 ლარს N026 ბანკის კოდზე შეტანით; იარაღის ბალისტიკური შემოწმებისთვის 20 ლარს N034 ბანკის კოდზე შეტანით და იარაღის დროებითი მოწმობისთვის 10 ლარს N027 ბანკის კოდზე შეტანით. ნებართვა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში. პირის მომართვისას მისი მოთხოვნის შესაბამისად განისაზღვრება მომსახურების გაწევის ვადა, რის შესაბამისად იგი იხდის შესაბამის საფასურს. თუ იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში პირი იხდის ზემოთ მითითებილ მომსახურების საფასურს. დაჩქარებული წესით ნებართვის გაცემისას, 5 სამუშაო დღის განმავლობაში იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში მომსახურების საფასურის 50 ლარიან ქვითარს, რომელიც შეიტანება NI 02 ბანკის კოდზე ხოლო 1 სამუშაო დღის განმავლობაში იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში პირი იხდის მომსახურების საფასურის 80 ლარიან ქვითარს, რომელიც შეიტანება NI 03 ბანკის კოდზე. როგორც ხედავთ კანონი უზრუნველყოფს თქვენს დაცულობას, თუ თქვენ მის მოთხოვნებს შეასრულებთ. თუ ზემოთ მოთხოვნილი რომელიმე დოკუმენტის, ან რომელიმე ქმედების შესრულება არ შეგიძლიათ, მაშინ ნებაყოფლობით ჩააბარეთ იარაღი. ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს იარაღს, სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. წყარო: myadvokat.ge 

წყაროhttp://inadire.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2481 | დაამატა: dudu-duda | ტეგები: იარაღის, მემკვიდრეობით, დანაშაული?, შენახვა, არის, მიღებული, არა, თუ | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 10
    სტუმარი: 10
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика