ეს საოცარი ისტორია ძაღლზეა, რომელიც ობოლ და-ძმას პატრონობს. ბავშვები პატარა კენიის ერთ-ერთ პატარა სოფელში ცხოვრობენ. დედობილ ძაღლს ოსკარი ქვია, ის ყურადღებას აქცევს ბავშვებს და ყოველ დღე სკოლაში დაყვება.
7 წლის მოგოსა და 6 წლის ვანჯიკუს ჰყავდათ ალკოგოლიკი დედა, რომელმაც მიატოვა ბავშვები. ისინი ბებიასთან ცხოვრობენ, თუმცა, ქალს კიდევ 5 ბავშვი ყავს მოსავლელი. მას არ შეუძლია, ყველა ბავშვს სრულყოფილი ყურადღება დაუთმოს, ამიტომ და-ძმის პატრონობა ოსკარს მიანდო.
ძაღლი ბავშვებს 6 წელია გვერდიდან არ მოსცილებია, ის ვალდებულად თვლის თავს, ბავშვები დაიცვას. ოსკარს ადგილობრივი მაცხოვრებლები კარგად იცნობენ და მისი ერთგულება ყველასთვის ცნობილია
ძაღლს კენიის ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია მფარველობს. მის ჯანმრთელობაზეც ორგანიზაცია ზრუნავს. რამდენიმე წლის წინ მას სტერილიზაცია გაუკეთდა.
ყოველ დილით ოსკარი ბავშვებს სკოლამდე აცილებს, ელოდება ეზოში და შემდეგ ისევ უკან ერთად ბრუნდებიან. სკოლა არც ისე ახლოს არის სახლთან, ამიტომ ის ზრუნავს, რომ მოგოსა და ვანჯიკუს გზა არ აერიოთ, ასევე ძაღლი ბავშვებს იცავს სხვადასხვა ცხოველის თავდახმისგან.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!