ქობულეთში, ჩოლოქის წყალსაცავში 37 წლის მონადირის ცხედარი იპოვეს. როგორც AMBEBI.GE-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, მამაკაცი ხუთი დღის წინ დაიკარგა და მას შემდეგ ეძებდნენ. მაშველები და ადგილობრივები დღეს სამძებრო ღონისძიებებს მდინარე ჩოლოქზე ატარებდნენ. ცხედარი ადგილობრივებმა ჩოლოქის წყალსაცავში შენიშნეს.