მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში ხვალ იწვიმებს, თუმცა დღეს უნალექო ამინდი იქნება. ხვალ წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც.
25-26 ოქტომბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება. აცივდება და ტემპერატურა დაიწევს. კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს და დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 4-9 გრადუსი იქნება. მთასა და მაღალმთაში მოთოვს.