მთავარი » 2016»მაისი»2 » მდინარის მიერ ნაპირზე გამორიყული ხის შეგროვება დასჯადი იქნება
22:36:41
მდინარის მიერ ნაპირზე გამორიყული ხის შეგროვება დასჯადი იქნება
მდინარის მიერ ჩამოტანილი ხის მასალაზე მმართველი გუნდი გადასახადის დაწესებას გეგმავს. გარემოს დაცვის სამინისტრომ პარლამენტში უვე შეიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას მასალის შეგროვებაზე ნებართვის აღება და ერთ კუბურ მეტრში 2 ლარის გადახდა მოუწევს. ნებართვის გარეშე კი ნაპირზე გამორიყული ხის შეგროვება დასჯადი იქნება და მოსახლეობას 500 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს.
კანონპროექტის განხილვა უკვე ჩავარდა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში. გარემოს დაცვის კომიტეტს მასზე ჯერ არ უმსჯელია თუმცა წინასწარი მონაცემებით მმართველი გუნდი მას მხარს დაუჭერს. მიზეზად კი უმრავლესობის დეპუტატები ისევ ადგილობრივებზე ზრუნვას ასახელებენ. გარემოს დაცვის სამინისტრო პარლამენტს ამ კანონპროექტის მიღებას დაჩქარებული წესით სთხოვს.
ამ კანონის მიღება არ შეიძლება,ხალხს ზამტარში ძალიან უჭირს,მაგის გარეშეც მდინარეებს ასუპტავებენ ზედმეტი ნაგვისაგან,და არმოხდება ვიწრო გასასვლელების ჩახერგვა რაციწვევს წყალმოვარდნებს.
თუ მათლა ასე გული შეტკივათ გარემოზე ამ კანონპროექტის ავტორებს, მდინარის ნაპირბზე მოგროვილი ბოთლების აგროვება დაავალონ ეგრედ წოდებულ გარემოს დაცვის თანამშრომლებს, ძილის მეტს რომ არაფერს აკეთებენ,ვინ რა ნეხვის მჭამელია დავლეთში ყველა ვიცი ეგრედ წოდებული გარემოს დამცველები.
აა ხალხი, ვინცხა გაჭირვებული გლეხი იმის გამო რომ შეშას ვერ ყიდულობს, სიცოცხლით რისკავს ადიდებული მდინარიდან ხეების გამოთრევით, თან ამით მდინარის კალაპოტის გასუფთავებასაც უწყობს ხელს და აგერ ბატონო იფიქრა ამ კნონის დამწერმა რახან ჩვენი ეკიპაჟები მდინარეზე სილის ყარაულობის მეტს არაფერს აკეთებენ ( ჩემი სოფლის მაგალითზე ვამბობ) ბარემ დაუმატებ შემოსავალსოო... და დამტკიცდება კიდევ ერთი ყ...ბა ბოდიში მარა სხვა სიტყვა ვერ მივასადაგე
ბუნებაზე რა გითხრა და მაგ კარიერებზე, რომ ზრუნავენ იმიტომ აკრძალეს სილის აღება კარიერის გარე თუნდაც 1 ტომარის და კაი ჯარიმებსაც უბრახუნებენ კერძოდ სოფელ სილაურის და ბაილეთის საზღვარზე მდინარე სუფსა ჩამოედინება და მის ნაპირზე აღებული 1 ცხენის კაჭკა სილისთვის რომელიც გლეხი საფლავის შესამოსად მიჰქონდა 500 ლარით დააჯარიმეს
პირიქით, უნდა წაახალისო მაგ ხეებს ვერაფერში ვერ გამოიყენებ, მარტო შეშად თუ გამოდგება. არამგონია ვინმემ შეშა მოაგროვოს და ტყეშიც მოჭრას, რამოდენიმე ზირი ხე ხომ გადარჩება ?
ეს რა კანონებია ნამუსი არ გააჩნიათ?გლეხ კაცს თავისი გაჭირვებია გარემოს დაცვას მართლა რაზეცაა მისახედი იმას მიხედონ და უაზრობებს ნუ იგონებენ.ღმერთო რა დავაშავეთ ამ ქართველებმა რომ ერთი ნორმალური მთავრობა არ გვეღირსა ისეთი რო გლეხს წურბელებივით არ დაასხდნენ კისრეზე,ამდენი მტაცებელი როა ის იფიქრეთ როგორ მოვაშოროთ რაღაც უაზრო კანონებზე ფიქრს
მაგარი კანონი მოუფიქრებია ამ უსაქმურ და უსინდისო მთავრობას, რას ერჩიან საწყალ ხალხს მდინარემ თუ ხე ჩამოიტანა რა მოხდება მოსახლეობამ თუ გასათბობად გამოიყენა, ყველაფერი უნდათ ფულად აგციონ და ჯიბეები გაისქელონ ფუ თქვენიიი
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!