ტიმ ფრიდი იმუნიტეტის გასაძლიერებლად შხამიან გველს თავს აკბენინებს. მას სახლში მსოფლიოში ყველაზე შხამიანი სახეობის გველები ჰყავს. ის ყოველ დღე რამდენიმე წამით გველის "საკბილო" ხდება; ქვეწარმავალი სახლში მოწყობილი ეგზოტარიუმიდან გამოჰყავს და ხელზე ისვამს, რათა თავი დააკბენინოს. ტიმისთვის ასამდე გველს უკბენია. კბენის შემდეგ თავს მხოლოდ რამდენიმე წუთით გრძნობს შეუძლოდ; თავბრუსხვევის შეგრძნება აქვს და ზოგჯერ გონებას კარგავს, მაგრამ მოგვიანებით ენერგიის მოზღვავებას გრძნობს.
თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც ქვეწარმავლის შხამმა კინაღამ მოკლა. მაგალითად, 2001 წელს ტიმმა გადაწყვიტა, მისთვის 2 კობრას ეკბინა. ექიმები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც ნახეს, რომ მამაკაცი მხოლოდ რამდენიმე საათი იყო პარალიზებული, რადგანაც კობრის ნაკბენით ადამიანი 15 წუთში კვდება.
"ვფიქრობ, ამ შედეგით შხამის მიმართ წინააღმდეგობას განვავითარებ და შემდეგ მეცნიერები ვაქცინის დამზადებასაც შეძლებენ. ჩემი წყალობით, გველის ნაკბენით წელიწადში 125 000 ადამიანი აღარ მოკვდება", - ამბობს ის.
მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.