ინგლისელ მამაკაცს, ლუკ ბერის 5 წლის განმავლობაში სახლში თევზების ყოლა აუკრძალეს. ეს ყველაფერი კი იმ ვიდეომ გამოიწვია, რომელიც კაცმა სოციალურ ქსელში განათავსა.
ვიდეოში ნათლად ჩანდა, როგორ ამოჰყავდა მას აკვარიუმიდან ერთი ოქროსფერი თევზი, შემდეგ ყლაპავდა და ალკოჰოლურ სასმელს აყოლებდა.
სასამართლომ გარდა ზემოთაღნიშნულისა, მამაკაცს 120 საათიანი საზოგადოებრივი შრომა და768 დოლარის გადახდა დააკისრა.