დღეს პალიასტომის ტბაში წნორის სატბორე მეურნეობიდან გადაყვანილი 30 ათასამდე კობრის ჯიშის ლიფსიტა გაუშვეს. აქცია ასოციაცია ფლორა და ფაუნასა და კოლხეთის ეროვნული პარკის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
ორგანიზატორების განცხადებით, ლიფსიტები ერთ წელიწადში დაახლოებით 2-3 კილოგრამს მიაღწევენ. მათივე ინფორმაციით, აქციის მიზანია პალიასტომში კობრის პოპულაციის აღდგენა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.
„ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს