ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად თბილისში, კუს ტბაში გამბუზიის ჯიშის თევზი გაუშვეს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
სამინისტრომ და „საქართველოს მეთევზეთა კლუბმა“, ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად გამბუზიის გადმოსასახლებლად, თბილისსა და მის ახლოს არსებულ ტბორებში ერთობლივი ღონისძიება განახორციელეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ ჯიშის თევზმა - გამბუზიამ უკვე გაანადგურა კოლხეთის დაბლობში მალარიის კოღო, ახლა კი მთელ ევროპაში მას მასიურად ამრავლებენ და უშვებენ ყველა შესაძლო ტბორში.
სამინისტროსა და “საქართველოს მეთევზეთა კლუბს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კლუბის წევრებმა გამბუზია დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ კი აბაშიდან გადმოასახლეს და კუს ტბაში ჩაუშვეს.