|
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოავლინეს.
თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეები - დემნა ირემაშვილი და თეიმურაზ აბრამიშვილი ე.წ. ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას.
მდინარე ალაზანზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ნავიდან ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ ასევე მოქალაქეები - გიგა გოზალიშვილი, ლაშა ცერცვაძე და ბესიკ ხოსიტაშვილი.
|