მთავარი » 2017»მარტი»27 » ახალციხის რ-ნი სოფ. წნისში მოქ. თეიმურაზ პაპიძე და ემზარ პაპიძე, მდინარე მტკვარზე, ნავითა და ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ
01:57:51
ახალციხის რ-ნი სოფ. წნისში მოქ. თეიმურაზ პაპიძე და ემზარ პაპიძე, მდინარე მტკვარზე, ნავითა და ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოავლინეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში, მოქალაქეები თეიმურაზ პაპიძე და ემზარ პაპიძე, მდინარე მტკვარზე, ნავითა და ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ.
იმავე სოფელ წნისში, მოქალაქე ვანიკ მიკირტიჩიანი ასევე აკრძალული საშუალების - სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით თევზაობდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს ჩამოართვეს და დალუქეს აკრძალული იარაღები - სახლართი ბადე და ელექტროშოკური აპარატი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!