ესპანეთში კრაზანების 7 მეტრიანი ბუდე იპოვეს. ის სან-სებასტიან-დე-ლა-გომერაში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში აღმოაჩინეს.
პოლიცია ადგილზე მეზობლების საჩივრის საფუძველზე მივიდა. მათ იპოვეს ბუდე, რომელიც შენობის ოთახს თითქმის მთლიანად იკავებდა. მოგვიანებით კრაზანების უჩვეულოდ დიდი ბუდე სპეციალისტებმა გამოიკვლიეს. ისინი ირწმუნებიან, რომ კრაზანები ასეთ გიგანტურ ბუდეს არასდროს იკეთებენ. შენობაში დაახლოებით მილიონამდე კრაზანა იყო.
ამჟამად პოლიცია შენობის პატრონს ეძებს. კრაზანების გიგანტური ბუდე შესაძლოა, გინესის რეკორდების წიგნში შევიდეს.