როგორც ჩანს, ადამიანი ყველაზე საშიში მტერია ცხოველებისთვის, რადგან ჩერნობილის ტერიტორიაზე, სადაც ადამიანები შესვლასაც
ბიოლოგები მიიჩნევენ, რომ სწორედ ადამიანის არ ყოფნის მიზეზია ასეთი დიდი რაოდენობის გარეულ ცხოველთა არსებობა ჩერნობილის ტყეებში და არა რადიაციისა.
ბრიტანული გამოცემა "Current Biology"-ი წერს: "მეცნიერებმა დაკვირვება ვერტმფრენიდან განახორციელეს. მათ სურდათ გაეგოთ, რა სახის გარეული ცხოველები იმყოფებიან რადიაციულ ზონაში".
გაირკვა, რომ ადამიანების მიერ მიტოვებულ ადგილებში იშვიათი სახეობის ცხოველებიც დაბრუნდნენ. მაგალითად, ევროპული ფოცხვერი.
მათ ასევე დააფიქსირეს ევროპული თეთრი დათვი, რომელიც ამ ტერიტორიაზე უკვე საუკუნეა არავის უნახავს.
ჩერნობილის ტერიტორიაზე ასევე დააფიქსირეს მგელი, ტახი, შველი, მელია და სხვა სახეობის ცხოველები.
"საშინელმა შემთხვევამ ჩერნობილის ტერიტორიაზე შექმნა ნაკრძალი. არ ვამბობთ, რომ რადიაცია კარგია ცხოველებისთვის, თუმცა, ადამიანები უფრო საშიშები არიან მათთვის."-ამბობს ბრიტანელი პროფესორი ჯიმი სმიტი.