როშკა |ხევსურეთი| სოფლის ჩრდილო–დასავლეთით მდებარეობს მეორე მწვერვალი, როშკახოხი ანუ სახოხე, იგივე როშკის მწვერვალი, სიმაღლე 3562 მეტრი. ეს სწორედ ის როშკის მწვერვალია, რომელიც ცნობილ მწერალს კონსტსნტინე გამსახურდიას აქვს აღნიშნული თავის „დიდოსტატის მარჯვენაში", როცა ძველი ფხოვის ცხოვრებას აღწერს. სამხრეთით სოფელს ესაზღვრება დიდგორის მთა, რომელიც ერთადერთი ტყიანი მთაა იმ მიდამოებში.
Shockwave truck-სამმაგი 36,000 ცხენისძალიანი რეაქტიული ძრავით აღჭურვილი სატვირთო მანქანა, რომელსაც 605 კმ/სთ გავითარება შეუძლია. ფოტოზე ნაჩვენებ MiG-17 fighter-ს სატვირთო უსწრებს, როგორც მიწაზე ერთდროული სტარტისას ისე ჰაერში ყოფნისაას.
Guoliang Road Tunnel-ერთ-ერთი უცნაური გზა მდებარეობს ჩინეთის მთებში, რომელიც აშენდა ჩინელი გლეხების მიერ 1972-1977 წლებში...ეს გზა გადის მთების ქვეშ და ძალიან ამოკლებს მანამდე არსებულ გზას.(1,2კმ) ამ გზის გასაჭრელად საჭირო იარაღების საყიდლად გლეხებს საკუთარი ქონების დიდი ნაწილის გაყიდვა მოუწიათ
ყველაზე მაღალი კაშხალი მსოფლიოში არის როგუნის კაშხალი ტაჯიკეთში, რომლის სიმაღლე 335 მეტრია. ენგურის კაშხალი კი მსოფლიოში სიმაღლით მეხუთე ადგილზეა(272 მ).
ოსკარი 3.18 კგ-ს იწონის
ადამიანის ნაბახუსევიდან გამოყვანის უებარი საშუალება ყოფილა თაფლი. მას ორგანიზმიდან გამოაქვს ალკოჰოლის მავნე ნივთიერებები
სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ბინადარი ჯავშნოსანის სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი ავტომანქანაა, რომელიც მათ გზაზე გადასვლისას ეჯახება. ამის გამო მათ ზედმეტსახელად "Hillbilly Speed Bump” შეარქვეს.
ორი ბელის დედა ძვრება მალუსის (ვაშლის ჯიში) ხეზე, რათა მისი პატარა და მომჟავო ნაყოფი მოწყვიტოს. წლის იმ პეროდში, როცა ორაგული ნაკლებადაა, დათვს სხვა სახის საკვების ძებნა უწევს – გარეული კენკრა, ლუპინის ფესვები, მიდიები და ა.შ.
სხვა გველთევზებისგან განსხვავებით, ლენტური გველთევზა სიცოცხლის განმავლობაში ფერსა და სქესს იცვლის. დასაწყისში მათ მოშავო სხეული აქვთ ყვითელი ზურგის ფარფლით. მომწიფებისას შავი მუქ ლურჯად გარდაიქმნება, ხოლო თავის წინა მხარე და ყბა - ყვითლად. ეს არის მამრის შეფერილობა. როდესაც სხეულის სიგრძე 1.3 მეტრამდე იზრდება, ლენტურ გველთევზას უვითარდება მდედრული სასქესო ორგანოები და შეუძლია კვერცხების დადება
ვარდისფერი ტბა ავსტრალიაში.
პატარა მარილიანი ტბა "Hillier", გარშემორტყმულია თეთრი მარილის ქამრით, რაც უფრო ზღაპრულს გავს, ვიდრე რეალურს და ბუნებრივს. ყველა მხრიდან გარს აკრავს ევკალიპტების სხვადასვხა ჯიში, ხოლო ოკეანიდან ჰყოფს თეთრი სილის ვიწრო ზოლი.
ტბა "Hillier" მდებარეობს ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროს ახლოს, საშუალო კუნძულის (Middle Island) პირას. ამ ტბის განსაკუთრებულობა არის მისი ვარდისფერი ფერი. ფერი არის მუდმივი და არ იცვლება, კონტეინერში ჩასხმისას. ტბის სიგრძე არის დაახლოებით 600 მეტრი. მცენარეებით დაფარული და სილისგან შემდგარი მიწის ვიწრო ზოლი, ტბას ყოფს ოკეანისაგან.
1950 წელს მეცნიერები ცდილობდნენ დაედგინათ რატომ არის ტბა ვარდისფერი. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ წყალში არის წყალმცენარეები, რაც იწვევს წყლის სივარდისფრეს, მაგალითად წითელი ცყალმცენარე (Dunaliella salina). ეს წყალმცენარეები გამოყოფს წითელ საღებავს, რომელიც არის მრავალი ტბის ვარდიფერი შეფერილობის მიზეზი, ამავე რეგიონში.
გამოკვლევებმა აჩვენა რომ ტბაში არანაირი წყალმცენარე არ არის. დღევანდელ დღემდე ამოუცნობია ამის მიზეზი.
ასეთივე ტბა არის სეგენალში, მისი ვარდისფერი ფერი აიხსნება მასში არსებული მიკროორგანიზმებით, რომლებიც მხოლოდ მარილიან წყალში ცხოვრობენ, და ფოტოსინთეზის დროს გამოიმუშავებენ ვარდისფერ პიგმენტს. ზოგი ვერსიის თანახმად ხილერის ტბის მიზეზიც იგივეა.
"Costa Brava" ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საკურორტო ზონაა. "კოსტა ბრავა” ესპანური სიტყვაა და ველურ სანაპიროს ნიშნავს. ეს შესანიშნავი ადგილია სრულყოფილი დასვენებისათვის. საბანაო სეზონი ივნისიდან იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ესპანეთის ეს კურორტი ბუნების სილამაზითა და ისტორიული ადგილებით ხიბლავს დამსვენებლებს და შესანიშნავია დაივინგის, სერფინგისა და რაფტინგის მოყვარულთათვის.
მერცხლების მღვიმე მექსიკაში. მღვიმის ზომები ისეთია, რომ თავისუფლად შეიძლება მოთავსდეს ცნობილი ნიუ-ორკის ცათამბჯენი კრაისლერ-ბილდინგი.
ბერინჯერის კრატერი არიზონას შტატის ჩრდილოეთით, მეტეორიტის ჩამოვარდნის წერტილია, რომელიც აღმოჩენილი იქნა 1871 წელს. კრატერის სიღრმე- 170 მეტრია, ხოლო დიამეტრი - 1,2 კმ. მეტეორიტი ჩამოვარდა დედამიწაზე 50 ათასი წლის წინათ 64 ათასი კმ/ს სიჩქარით.
ჟურნალი Newsweek-ის რეიტინგით, ყველაზე საშიშ საჭმელად ითვლება «Casu marzu», რაც ქართულად "დამპალ ყველს" ნიშნავს.
"დელიკატესი" მზადდება ცხვრის დაპრესილი ყველისგან, რომელიც მზადების ბოლომდე გამოაქვთ ღია ჰაერზე, სადაც მრავალი ბუზის დასევის ობიექტი ხდება, რომლებიც იქ კვერცხებს დებენ. როდესაც დაინპიცირება მიაღწევს საჭირო ზღვარს, მიაქვთ სპეციალურ შესანახში, სადაც კვერცხებიდან გამოსული მატლები, იწყებენ ყველის გადამუშავებას.
"დამპალი ყველის" მოყვარულები, სერიოზული რისკის ქვეშ აყენებენ თავიანთ ჯანმრთელობას. მატლები, რომლებზეც ზეგავლენა ვერ მოახდინა კუჭის წვენმა, შეიძლება მოხვდნენ ნაწლავებში, სადაც დააზიანებენ ლორწოვან გარსს, და გახდეს მოწამვლის მიზეზი.
წყარო: https://www.facebook.com/photo.php?fbid=339842486121353&set=a.209209322518004.38311.178783838893886&type=1&theater
|