მთავარი » 2016»სექტემბერი»23 » მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოში, მდინარე დებედაზე სამართალდამრღვევები ახდენდნენ თევზჭერას თვითნაკეთი ფეთქებადი მოწყობილობით
20:34:19
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოში, მდინარე დებედაზე სამართალდამრღვევები ახდენდნენ თევზჭერას თვითნაკეთი ფეთქებადი მოწყობილობით
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს მიმდებარედ მდინარე დებედაზე სამართალდამრღვევები ახდენდნენ თევზჭერას თვითნაკეთი ფეთქებადი მოწყობილობით. მოპოვებული ჰყავდათ 3,5 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ კანონდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!