გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ხაშურის რაიონის სოფელ გომთან მდინარე მტკვარზე მოქალაქე თევზაობდა ე.წ. ელექტროშოკური აპარატით.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის სამსახურს.