გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს მიმდებარედ მდინარე დებედაზე სამართალდამრღვევები ახდენდნენ თევზჭერას თვითნაკეთი ფეთქებადი მოწყობილობით. მოპოვებული ჰყავდათ 3,5 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ კანონდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
|