კოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბაზე თევზების (უმეტესად კარასის სახეობის) სიკვდილიანობა დაფიქსირდა, რაც სავარაუდოდ ასფიქსიის მოვლენით არის გამოწვეული. ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
სამინისტროს ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პაატა ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ტერიტორია შეისწავლა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტთა ჯგუფმა. მათივე ცნობით, მოხდა თევზის შეგროვება, ტბის 6 წერტილში აიღეს წყლის სინჯები, შემდგომი