გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეები შენიშნეს, რომლებიც თევზაობდნენ ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით. სამართალდამცველებმა ფაქტის შესახებ დეპარტამენტს აცნობეს. ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა 3 მოქალაქე გამოავლინეს, რომლებსაც უკანონოდ მოპოვებული ჰქონდათ ფიჩხულის სახეობის 1,00 კგ თევზი.
უკანონოდ მოპოვებული თევზი და სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში.