გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე ელექტროშოკური აპარატით თევზაობის ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევს ჩამოერთვა სამართალდარღვევის იარაღები და დაილუქა.
შედგა შესაბამისი ოქმი.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შსს-ს შესაბამის რაიონულ სამმართველოს.