გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ქარელის რაიონის სოფელ სამწევრისში , მდინარე მტკვარზე სამართალდამრღვევები თევზაობდნენ ელექტროშოკური აპარატით. დეპარტამენტის თანამშრომლების დანახვისას სამი პირიდან ორმა გაქცევა და მიმალვა მოახერხა. მოგვიანებით მათი ვინაობის დადგენა მოხერხდა.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.