მდინარის მიერ ჩამოტანილი ხის მასალაზე მმართველი გუნდი გადასახადის დაწესებას გეგმავს. გარემოს დაცვის სამინისტრომ პარლამენტში უვე შეიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას მასალის შეგროვებაზე ნებართვის აღება და ერთ კუბურ მეტრში 2 ლარის გადახდა მოუწევს. ნებართვის გარეშე კი ნაპირზე გამორიყული ხის შეგროვება დასჯადი იქნება და მოსახლეობას 500 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!