გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე მოქალაქე თევზაობდა ელექტროშოკური აპარატით. მან დეპარტამენტის თანამშრომლებს გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა და შეეცადა მიმალვას. გატარებული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა მისი დაკავება.
სამართალდამრღვევს ჩამოერთვა სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
|