პინგვინი ყოველ წელს 8 000 კილომეტრს გადის იმ მამაკაცის მოსანახულებლად, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა
ბრაზილიაში ველური ცხოველების სახლში ყოლა კანონით აკრძალულია. თუმცა, ამის მიუხედავად, დინდიმი თავის საუკეთესო მეგობართან ერთად ცხოვრობს, რომელიც მან 2011 წელს, ბრაზილიის სანაპიროზე გაიცნო.
71 წლის მეთევზე ჟოაო ფერეირა დე სოუზამ, დინდიმი - სამხრეთ ამერიკული მაგელანური პინგვინი, სიკვდილის პირას მყოფი აღმოაჩინა. მოგვიანებით, დე სოუზამ აღმოაჩინა, რომ გამოჯანმრთელებულ დინდიმს წასვლა აღარ სურდა. როდესაც საბოლოოდ პინგვინი წავიდა, დე სოუზას გასაკვირად იგი ზუსტად ერთ წელიწადში ისევ დაბრუნდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ასე უკვე მეხუთე წელია გრძელდება.
"ეს პინგვინი საკუთარი შვილივით მიყვარს და მჯერა რომ მასაც ვუყვარვარ, არავის აქვს მისი შეხების უფლება ჩემს გარდა. კბენს თუ ვინმე ეხება. კალთაში მიჯდება, მაძლევს უფლებას დავბანო, სარდინები ვაჭამო და ხელში ავიყვანო" - ყვება მეზღვაური.