იანა კარა და იაკუბ ბურესი ყოველთვის წინააღმდეგები იყვნენ მდინარის, ზღვის თუ ოკეანის დაბინძურებისა ნავთობითა და სხვადასხვა საწვავით, ასევე აწუხებდათ პლასტმასის ბოთლების მდინარეების დაბინძურება, რომელიც შეადგენს წყალზე მცურავი ნაგვების 90%, მათ ამ პრობლემის ადამიანებამდე მისატანად უჩვეულო გზა აირჩიეს, გადაწყვიტეს, რომ პლასტმასის ბოთლებისგან გაეკეთებინათ “იახტა”, რომლითაც მთელს ევროპას შემოივლიდნენ და ხალხს დაანახვებდნენ, რომ პლასტმასის ბოთლები სხვა რამეშიც შეიძლება გამოიყენო.
გემის მშენებლობაზე 50 000 ბოთლი დაიხარჯა.
ასაწყობად ხის კარკასი გამოიყენეს.
ნავის ძრავად პედლები გამოიყენეს.
2014 წლის 12 ივლისს მეგობრებმა დაიწყეს მოგზაურობა ნავით, რომელსაც Petburg დაარქვეს.