ქუოკა ძალიან საყვარელი, ყოველთვის მომღიმარი და კეთილი ცხოველია, რომელიც ავსტრალიაში ბინადრობს. ბოლო წლების განმავლობაში მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, ამიტომ ავსტრალიის მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, რათა ამ ცხოველის სახეობა არ გადაშენდეს.
ბოლო პერიოდში მოდაში შემოვიდა, ქუოკასთან "სელფი", გაგიკვირდებათ და ქუოკას ადამიანებთან ფოტო-გადაღება ძალიან მოსწონს.
ხალხს ძალიან მოსწონს ამ უწყინარ ცხოველთან ურთიერთბა, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც სასიამოვნოს ყოველთვის აფუჭებენ. ამ შემთხვევაში ასეთები აღმოჩნდნენ ფრანგი ტურისტები, რომლებიც უწყინარ ქუოკას საშინლად მოექცნენ.
ფრანგმა ტურისტებმა ქუოკა ძალიან შეაშინეს. ისინი ცხოველს მიუახლოვდნენ და აეროზოლი გაუშვეს ცეცხლთან ერთად. ქუოკა შეშინდა და გაიქცა, რამდენიმე წამიც, რომ დაყოვნებულიყო, შესაძლოა ცეცხლი მოჰკიდებოდა.
ახალგაზრდა ტურისტებმა თავიანთი "გართობა" ვიდეო კამერაზე აღბეჭდეს. როგორც ჩანს, ისინი ძალიან გაამხიარულა საცოდავი ცხოველის რეაქციამ, რომელმაც ძლივს მოასწრო თავის დახსნა.
ამ ინციდენტს ადგილოვრივი მაცხოვრებლების და ცხოველთა დამცველების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოყვა, საქმე სასამართლომდეც კი მივიდა.
ფრანგი ტურიტების ადვოკატი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ახალგაზრდებს არც კი უფიქრიათ ცხოველისთვის ზიანის მიყენება, თუმცა, მოსამართლემ ისინი 4 000 დოლარით დააჯარიმა, ამასთანავე, მათ ერთი ღამე გაატარეს წინასწარი დაკავების საკანში.
ეს ყველაზე მსუბუქი სასჯელი იყო და ტურისტებმა იოლად დააღწიეს თავი, რადგან ავსტრალიაში ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელი 50 000 დოლარიანი ჯარიმა და 5-წლიანი პატიმრობაა.
წყარო: http://zooclub.ge
|