ჩეის დელოვი, რომელიც მონტანაში ცხოვრობს, თავის ძმა შეინთან ერთად ლოსებზე სანადიროდ ტყეში წავიდა.
როდესაც მათ ლოსების ჯოგი დაინახეს, განცალკევდნენ და სხვადასხვა ადგილიდან ჩაუსაფრდნენ. ჩეისიმ შეამჩნია, რომ მას უზარმაზარი დათვი მიუახლოვდა. მონადირემ ვერ მოასწრო იარაღის გამოყენება. მტაცებელმა მას ფეხები დაუტორა.
მამაკაცი სასწაულად გადაურჩა ტრაგედიას. მას გაახსენდა, როგორ უყვებოდა ბავშვობაში ბებია დიდი ცხოველების რეფლექსებზე და გადაწყვიტა გაერისკა.
მორიგი თავდასხმისას მან დათვს მარჯვენა ხელი პირში ჩაუდო ისე, როგორც ბებიამ ასწავლა. ცხოველი წაბარბაცდა და მონადირეს მოსცილდა.
მიუხედავად ჭრილობებისა, ჩეისიმ შეძლო მოეძებნა თავისი ძმა, რომელიც დაკავებული იყო ლოსების თვალთვალით. შონმა ძმა სასწრაფოდ გადაიყვანა კლინიკაში. მონადირის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
ადგილობრივ პრესასთან საუბრისას, ჩეისიმ ადამიანებს მოუწოდა, ტყეში წასვლისას აუცილებლად იქონიონ დათვების დასაფრთხობი სპეციალური სპრეი.