ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » იანვარი » 7 » რატომ აღინიშნება შობის დღესასწაული მართლმადიდებლურ სამყაროში სხვადასხვა დროს?    

11:31:47
რატომ აღინიშნება შობის დღესასწაული მართლმადიდებლურ სამყაროში სხვადასხვა დროს?
რატომ აღინიშნება შობის დღესასწაული მართლმადიდებლურ სამყაროში სხვადასხვა დროს?
სულ მალე ქრისტესშობის დღესასწაულს მივეგებებით. ამ მოვლენას დასავლური სამყარო და ზოგიერთი მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესია ახალი სტილით 25 დეკემბერს ზეიმობს, ნაწილი " 7 იანვარს.

ათეისტურ ხანაშიც კი, როდესაც ქრისტიანული დღესასწაულების უმეტესობა ხალხში მივიწყებას მიეცა, შობის დღესასწაულს ქართველი კაცი მაინც განსაკუთრებული განწყობილებით ეგებებოდა და აღნიშნავდა, თუმცა ბევრმა არც კი იცოდა მისი არსი და მნიშვნელობა. 

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე): 

" საიდან იღებს სათავეს მაცხოვრის შობის თარიღის სადღესასწაულოდ აღნიშვნა? 
" თითქმის ყველა საუფლო დღესასწაულის აღნიშვნა, რომლებიც უშუალოდ უფლის სახელთანაა დაკავშირებული, მოციქულებმა ქრისტიანული ეკლესიის დაარსების დროიდანვე დაიწყეს და ერთ-ერთი პირველთაგანი სწორედ ქრისტეს შობის დღესასწაული აღნიშნეს. როდესაც მოციქულები შობას აღნიშნავდნენ, იხსენებდნენ ყველაფერს, რაც ამ მოვლენასთან იყო კავშირში, გამოიკითხავდნენ, ვინ რა იცოდა ქრისტეს შობის შესახებ, მით უფრო, რომ ამ ამბების უმთავრესი მონაწილე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რომელსაც შეეძლო, ყველაფერი დაწვრილებით მოეთხრო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ადამიანთა შორის ყველაზე ზეაღმატებული და გაბრძმობილი იყო სულიერად. როგორც მისმა ღვთაებრივმა, ყოვლისმცოდნე ძემ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმაც იცოდა, ვისთვის რა სარგებლის მომტანი იქნებოდა მისი მონათხრობი და იმას მოუთხრობდა მოციქულებს და სხვა მოწაფეებს, რისი დამტევიც იყვნენ სულიერად და გონებრივად. ამავდროულად, აღესრულებოდა საღმრთო ლიტურგიაც, რომელშიც თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც მონაწილეობდა.

მაცხოვრის შობა მისი ამქვეყნად ხორციელად მოსვლის დროიდანვე ყოველწლიურად იქნებოდა აღნიშნული ღვთისმშობლისა და მართალი იოსების მიერ. ბუნებრივია, არ აღნიშნავდნენ ლიტურგიკულად, მაგრამ ლოცვითა და მსხვერპლთშეწირვით აუცილებლად მოხდებოდა მის ჯვარცმამდე, აღდგომამდე და ქრისტიანული ეკლესიის დაარსებამდეც. მას შემდეგ, რაც მაცხოვარმა მოწაფეებს უკვე წმინდა საიდუმლო მისცა, თვითონაც აღესრულა, აღდგა და ამაღლდა, უკვე ლიტურგიკულადაც დაიწყო შობის დღესასწაულის აღნიშვნა. 

25 დეკემბერი " ძველი თუ ახალი სტილით

"დასავლურ სამყაროში შობის დღესასწაულის ახალი სტილით " 25 დეკემბერს აღნიშვნის ტრადიცია შუა საუკუნეებში მომხდარმა კალენდარულმა რეფორმამ, ე.წ. ახალი სტილის შემოღებამ განაპირობა, რომელიც გრიგორიანული კალენდრის სახელწოდებით არის ცნობილი. მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ იულიუსის კალენდრის " ძველი სტილის ერთგული დარჩა, ამიტომაც შობის დღესასწაულს ახალი სტილის კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ, რაც 7 იანვარს ემთხვევა. 

" კალენდარული კვლევა, მისი სიზუსტისა თუ ცდომილების გარკვევა არის მეცნიერული კვლევის სფერო, რასაც არაფერი აქვს საერთო ქრისტიანულ სწავლებასთან, თუმცა კალენდარულმა რეფორმამ ეკლესიურ ადამიანებშიც შეიტანა გაურკვევლობა. ვიდრე სამყარო იარსებებს, მანამდე განვითარდება მეცნიერება და მანამდე იქნება კალენდრის, ათვლის სისტემის მეცნიერული დაზუსტება, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ლიტურგიკულ მსახურებასთან. ვიცით, რომ იულიუსის კალენდარი შეიქმნა ქრისტეს შობამდე პირველ საუკუნეში და ვერც მასზე ვიტყვით, რომ აბსოლუტურად სრულყოფილია, რადგან იგი არ ყოფილა ეკლესიის წიაღში შექმნილი ან ღვთისგან პირდაპირ ბოძებული. უფრო მეტიც, იულიუსის კალენდარი არის წარმართულ გამოცდილებაზე შექმნილი, მაგრამ ეკლესიამ თავისი ლიტურგიკული მსახურება მასზე იმიტომ დააწესა, რომ ციკლურია. სწორედ ეს მომენტი ძალიან კარგად არის შერწყმული ქრისტიანულ მსახურებასა და იულიუსის კალენდარს შორის. რაც შეეხება გრიგორიანულ კალენდარს, არის წრფივი და თავისთავად, არღვევს იმ ციკლურობას, რომელზეც პირველივე საუკუნეებიდან აგებულია საეკლესიო მსახურებები.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საბერძნეთის ეკლესიაში მოხდა კალენდარული ცვლილება. ელადის ეკლესია ახალ, შერეულ სტილზე გადავიდა. აღდგომისა და მასთან დაკავშირებული ყველა დღესასწაულის აღნიშვნა იულიუსის კალენდრის მიხედვით აღესრულება, უძრავი დღესასწაულები, მაგალითად " შობა, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით " ახალი სტილით. შემდგომში მას ბულგარეთის, რუმინეთისა და ანტიოქიის ეკლესიებიც მიჰყვნენ... ამ ფაქტის გამო საბერძნეთის ეკლესიაში მოხდა განხეთქილება, რასაც შედეგად 7 სქიზმატური სინოდის ჩამოყალიბება მოჰყვა. თითოეული მათგანი საბერძნეთის ერთადერთ ჭეშმარიტ ეკლესიად აცხადებს თავს. 

თავად ის ფაქტი, რომ ესა თუ ის ადგილობრივი ეკლესია შერეულ სტილზე გადავიდა, არ არის სათნო, მაგრამ ეს ცვლილება არ უნდა გამხდარიყო განხეთქილების საბაბი. არ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ კალენდარული ცვლილების გამო ამ ეკლესიებმა დაკარგეს სულიწმიდის მადლი და საღმრთო მადლის გარეშე დარჩნენ, რადგან როგორც ვთქვით, იულიუსის კალენდარი, რომლითაც ზოგადად ხელმძღვანელობს მართლმადიდებელი ეკლესია, არ არის ეკლესიის წიაღში შექმნილი. მთავარი ის კი არ არის, რომელ დღეს იქნება დაწესებული კალენდარულად ესა თუ ის დღესასწაული, არამედ ის, რომ მისტიკური კავშირი გვქონდეს იმ მოვლენასთან, რომელსაც აღვნიშნავთ. 

"ე.ი. ის ადგილობრივი ეკლესიები, რომლებიც ახალი სტილით 25 დეკემბერს აღნიშნავენ შობის დღესასწაულს, უბრალოდ, მოკლებულნი არიან იმ მოვლენასთან მისტიკურ კავშირს, რასაც ქრისტეს შობა ჰქვია. ყველა საუფლო დღესასწაული, საღვთო მოვლენა, რომელსაც აღვნიშნავთ, თავისი არსით ხომ ყოველწლიურად მეორდება...

" ცხადია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ " არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ამის გამო ეს ეკლესიები საღმრთო მადლის გარეშე არიან დარჩენილი. თანაც, ყველა ადგილობრივ ეკლესიაში, რომლებიც შერეულ სტილზე არიან გადასული, არსებობს ასეთი წესი: სამრევლოებს თვითონ შეუძლით გადაწყვიტონ, უძრავი დღესასწაულები ახალი სტილის მიხედვით აღნიშნონ თუ " ძველით. 

შობის ხატი

ცხადია, მაცხოვრის შობის ხატზე გადმოცემულია მაცხოვრის შობის სცენა, მისი შობასთან, ხორციელ მოვლინებასთან დაკავშირებული მოვლენები. შობის გამოსახულება ძირითადად ეყრდნობა ახალი აღთქმის კანონიკურ ტექსტსა და აპოკრიფულ ტექსტებს. ხატების გამოსახულებები იქმნებოდა ქრისტიანობის პირველივე საუკუნიდან, ჯერ კიდევ კატაკომბურ ეკლესიებში გამოისახებოდა მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და შემდგომ " მოციქულთა გამოსახულებები. შემდგომში, როდესაც ეკლესიის დევნა შეწყდა, ეკლესიამ აკრძალა აბსოლუტური სიმბოლიზმით გამოსახულებების შექმნა. თანდათან ჩამოყალიბდა ქრისტიანული კანონიკა. მოგვიანებით დაიწყეს სახარებისეული მოვლენების ამსახველი " დღესასწაულების ხატების შექმნაც, რათა ადამიანებს სახარებისეული მოვლენები, რომელთაც სადღესასწაულოდ განადიდებდა წმინდა ეკლესია, ადამიანებს თვალითაც ეხილათ. 

რაც შეეხება მაცხოვრის შობის ამსახველი სცენის იკონოგრაფიულ სქემას, ჩამოყალიბებული სახით უფრო X საუკუნიდან გვხვდება. შობის სცენის გამოსახვა დროთა განმავლობაში გარკვეულ ცვლილებებს განიცდიდა. საბოლოოდ, ამგვარი სახით ჩამოყალიბდა: მასზე გამოსახულია მთაში გამოკვეთილი მღვიმე (მთა სიმბოლურად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსაც წარმოადგენს). მთას თავზე ადგას ვარსკვლავი, რომელიც ბეთლემის ვარსკვლავად იწოდება " ნიშნად მაცხოვრის ხილულად გამობრწყინებისა და ასევე მიანიშნებს მისი მისიის განცხადებულად დაწყებას. ვარსკვლავის სხივი ბაგაში მწოლიარე ყრმისკენ ეშვება; შობის სცენის ამსახველ ხატზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სხვადასხვაგვარად არის გამოსახული " ზოგიერთ ხატზე მას გამოსახავენ ბაგაში მწოლიარე ყრმის გვერდით, სარეცელზე მწოლიარეს ან ბაგის გვერდით მჯდომარეს (უმტკივნეულო შობის აღსანიშნავად); ზოგან ყრმისკენაა დახრილი და ეალერსება ან მოგვებისკენ არის მიბრუნებული და წარუდგენს ყრმას; ზოგიერთ გამოსახულებაში მართალ იოსებს ან ყრმის განბანას შესცქერის.

ანგელოზები გამოისახებიან ნიშნად იმისა, რომ მაცხოვრის შობის შესახებ სწორედ ანგელოზებისგან ეხარა ქვეყნიერებას, უგალობდნენ ახალშობილ მაცხოვარს და აქებდნენ და ადიდებდნენ ღმერთს. ხატზე გამოსახავენ მწყემსებსაც, რომლებიც იყვნენ პირველმხილველნი ახალშობილი მხსნელისა. მაცხოვარმა ხომ სწორედ ღატაკი მწყემსებისგან მიიღო პირველი თაყვანისცემა. ზოგიერთ ხატზე ერთი ანგელოზი მწყემსებისკენ იხრება, რაც იმას მიანიშნებს, რომ მაცხოვრის შობის შესახებ მწყემსებს ანგელოზისგან ეუწყათ. მთის კალთებზე ანგელოზთა ნახევარფიგურებით, ხოლო მიწაზე მწყემსების გამოსახვა მიანიშნებს, რომ ზეცა და ქვეყანა ხარობს მაცხოვრის შობით.

შობის ხატის ქვემოთ ასევე გამოისახება თხის ტყავში გახვეული ადამიანის ფორმის ფიგურა. იგი წარმოადგენს ბოროტ ძალას, რომელიც ყოველთვის წინ აღუდგებოდა ღვთის განკაცებასა და დედამიწაზე ადამიანთა გამოსახსნელად მოსვლას, მაგრამ ბოროტი სულისთვის როგორც მაცხოვრის მუცლადღება, ასევე მისი შობაც ღვთის განგებულებით, დაფარული დარჩა. თუ ადამიანებისთვის, ასე თუ ისე, გაცხადებული შეიქნა მაცხოვრის შობა, ბოროტი სულისთვის ღვთის განკაცებისა და ხორცშესხმის საიდუმლო და მისი ამქვეყნად მოვლინება სრულად იქნა დაფარული. სწორედ ამაზე მიანიშნებს შობის ხატზე ბოროტის ამგვარად გამოსახვა.

" რატომ გამოსახავენ მოგვებს, მოგვთა თაყვანისცემას შობის ხატზე? სახარების ტექსტიდან ჩანს და მამათა სწავლებებიდანაც ვიცით, რომ მოგვები ახალშობილი მაცხოვრის თაყვანსაცემად არ მოსულან უშუალოდ მაცხოვრის შობის დროს, ეს მოხდა მოგვიანებით, როდესაც მაცხოვარი წლისა და ორი თვის მაინც იყო...

" მართალია, მოგვები უშუალოდ შობის დროს არ მოსულან აღმოსავლეთიდან ყრმა იესოს თაყვანსაცემად, მაგრამ ისინი მოვიდნენ სწორედ ამ მოვლენასთან " მაცხოვრის, კაცობრიობის მხსნელის შობასთან დაკავშირებით და ამიტომ შობის ხატზე მოგვებიც გამოისახებიან.

შორენა მერკვილაძე




წყაროhttp://ამბები.გე
კატეგორია: დედამიწა | ნანახია: 3440 | დაამატა: Admin | ტეგები: სამყაროში, დროს?, სხვადასხვა, რატომ, დღესასწაული, მართლმადიდებლურ, შობის, აღინიშნება | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика