29 ოქტომბერი კატების საერთაშორისო დღეა. დღესასწაულს განსაკუთრებით კატების თავშესაფრები აღნიშნავენ. ამ დღეს არა ერთი ცხოველი პოულობს სამუდამო, თბილ და მოსიყვარულე ოჯახს, რადგან მათ გასაჩუქებლად სხვადახვა აქცია ეწყობა.
კატა ადამინის ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიონი ცხოველია. შესაძლოა, ის მოუსვენარი, ცელქი და ცნობისმოყვარეა, მაგრამ ნამდვილად იცის, როგორ შეაყვაროს პატრონს თავი.
ვისაც ეს ცხოველი ჰყავს სახლში, ჩვენი სურათები ნამდვილად არ გააკვირვებს, თუმცა ვისაც ჯერ არ აუყვანია, ჩვენი ფოტოებიდან მიხვდებით, რამდენად საინტერესო და საყვარელი არსებები არიან ისინი.
თქვენი პატარა ბინადარი ისე შემოგხედავთ, ეჭვი შეგეპარებათ, მართლა მან მოაწყო ეს არეულობა თუ არა.
კატა ყოველთვის მიგახვედრებთ, როდესაც იმაზე მეტ დროს ატარებთ კომპიუტერთან, ვიდრე ეს თქვენთვის საჭიროა.
თავიდანვე შეეჩვიეთ, რომ ეს საოცარი არსება ყოველთვის დაინტერესდება, რას სვამთ ან რას ჭამთ.
კატა თქვენს სკამს თბილად შეინახავს, მაშინაც კი, თუ თქვენ რამდენიმე წუთით მოგიწიათ ადგომა.
თუ თქვენ გყავთ კატა, არასოდეს მოგიწევთ ალკოჰოლის მარტო დალევა.
კატა თქვენს ბინაში საუკეთესო დეკორაცია იქნება.
ეს ცხოველი სახლის დასუფთავებაშიც დაგეხმარებათ.
თქვენი ბინადარი ყოველთვის შეგახსენებთ, რომ ოთახის კარი დახურულია, მაშინაც კი, თუ მას იქ არაფერი ესაქმება.
კატა ყოველთვის დაგეხმარებათ სწრაფად დაასრულოთ თქვენი სადილი.
კატისთვის საუკეთესო, მყუდრო ადგილი ძილისთვის პატრონის კალთაა.
ყოველივე იმის შემდეგ, როდესაც ის რამეს დააშავებს და თქვენ დატუქსავთ, დაიმახსოვრეთ, მიუხედავად ყველაფრისა, თქვენს ბინადარს უანგაროდ უყვარხართ.