მთავარი » 2014»ივნისი»26 » დაღესტანში ძაღლი წელიწადნახევარია რაც ავარიის დროს დაღუპულ პატრონს ელოდება
14:13:41
დაღესტანში ძაღლი წელიწადნახევარია რაც ავარიის დროს დაღუპულ პატრონს ელოდება
დაღესტანში ძაღლი წელიწადნახევარია რაც ავარიის დროს დაღუპულ პატრონს ელოდება
23.06.2014
უჯიშო, შეუხედავი, მშიშარა. შუადღის სიცხეში ის კაფესთან, ღობის ძირში იმალება. დილა-საღამოს კი ტრასის პირას ზის იმ ადგილას, სადაც წელიწადნახევრის წინ მისი პატრონი ავარიაში დაიღუპა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მას დაღესტნელი ჰაჩიკო შეარქვეს.
ამ ძაღლის ისტორია სახელგანთქმული ჰაჩიკოს ისტორიას ჰგავს და ასევე შეუძლია გახდეს ფილმის სიუჟეტი. წელიწადნახევრის წინ მოხდა ავარია, რომელშიც მისი პატრონი დაიღუპა და მას მერე ის ყოველდღე ტრაგედიის ადგილას მოდის. ტრასის პირი მის სახლად იქცა. შინაური ცხოველი, რომელიც შეეჩვია მოფერებას და სითბოს ახლა ელოდება ამას სრულიად უცნობი ადამიანებისგან.
ვინ იცის, შემთხვევითობაა ეს თუ არა, რომ მანქანა, რომლის ჩრდილსაც მატილდა ეფარება თავის ლკევებთან ერთად – იგივე მარკისაა, რაც მის პატრონს ჰყავდა, რომელიც სტავროპოლიდან მოდიოდა. ავარიის მიზეზი უცნობია. შესაძლოა, მძღოლს ჩაეძინა, მართვა დაკარგა და მანქანა გადაბრუნდა.
პოლიციელებს, რომლებიც იმ დროს პატრულირებდნენ არ ეგონათ, რომ მანქანაში კიდევ ვინმე შეიძლება ყოფილიყო, სანამ არ აღმოაჩინეს ძაღლი, რომელიც უკანა საჯდომთან მიმალულიყო.
ავარიის შემდეგ ცხოველს სწორედ ეს პოლიციელები აქცევდნენ ყურადღებას. ყოველდღე მოჰქონდათ მატილდასთვის საჭმელი, ეს სახელიც მათ შეარქვეს. მაგრამ ერთ-ერთი მორიგეობისას, სროლის დროს პოლიციის თანამშრომლები დაიღუპნენ. ძაღლი ორჯერ დაობლდა. ახლა მატილდასა და მის ლეკვებს გზისპირა კაფეს თანამშრომლები პატრონობენ.
ძაღლის დიდი გული. პატრონის ერთგულება და რწმენა იმისა, რომ მას კვლავ თავის სახელს დაუძახებენ. სხვისი სული, მით უმეტეს ცხოველის, – წყვდიადში ხეტიალს ჰგავს. თუმცა, შეიძლება სწორედ ეს აკავებს მატილდას აქ, ტრასასთან, ადგილას, სადაც წლინახევრის წინ დაიღუპა მისი პატრონი, მისი მეგობარი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!