ავსტრალიის ქალაქ მელბურნში მცხოვრები მოპსის ჯიშის 18 თვის ძაღლი ბასილი პატრონებმა ნარკომანად აქციეს . პატრონები ცხოველს დიდი დოზით მარიხუანას აძლევდნენ.
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ ძაღლის შესახებ შეიტყო. ვეტერინარები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც ნარკოტიკისგან გაძვალტყავებული და სიკვდილის პირას მისული ბასილი ნახეს. ცხოველს კანის, მხედველობისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემება აქვს. დაავადებული ცხოველი, ფაქტობრივად, კუნთის გარეშეა დარჩენილი.
ის ამჟამად ძაღლების დაცვის ორგანიზაცია Saffron On The Hill-ის ოჯახში ცხოვრობს და მისი გამოჯანმრთელების კურსი წარმატებით მიმდინარეობს. უკეთესი თვალსაჩინოებისთვის, ბასილი მოპსის ჯიშის სხვა ძაღლებთან ერთად გადაიღეს.