მთავარი » 2015»ივნისი»25 » გარემოს დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
19:12:48
გარემოს დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას უწყებების პირველმა პირებმა მოაწერეს ხელი, რომელიც ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებასა და განვითარებას, საქართველოს ფლორისა და ფაუნის დაცვას, ეკოტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ითვალისწინებს. მემორანდუმის თანახმად, უწყებები კანონმდებლობით დადგენილ ისეთ ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ, რომლებიც მიმართული იქნება თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევაზე დროულ რეაგირებასა და მათ პრევენციაზე. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თევზჭერისა და ნადირობის დარღვევის თითოეული ფაქტის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსული თითოეული ზარი ოპერატიულად გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112"-ს რეაგირებისთვის. შესაბამისად, „112"-ში შემოსული დარღვევების შესახებ შეტყობინება ოპერატიულად გადაეცემა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს რეაგირებისთვის. აგრეთვე, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის თითოეულ ფაქტზე შეტყობინება გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურს, იმ შემთხვევაში თუ სახეზეა საგადასახადო სამართალდარღვევის ნიშნები. (სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება და ა.შ) ამასთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, თევზჭერისა და ნადირობის სფეროში არსებული პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. სამუშაო ჯგუფი აღნიშნული წესების დარღვევის ფაქტებს შეისწავლის და შესაბამის დასკვნებს მოამზადებს. ასევე, დაგეგმავს პრევენციულ ღონისიძიებებს პრობლემის თავიდან აცილების მიზნით. უწყებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით, ერთობლივ ღონისძიებებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით და მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმია. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ გარემოს, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან ამ მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, უკანონო ხე-ტყის მოჭრა, ჭრა, ასევე ნადირობა, თევზაობა, უკანონობა, ეს ძალიან დიდ ზარალს აყენებს და ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას, იგივე მდინარეებს , ასევე ფლორას და ფაუნას. ახლა იქნება, როგორც კი სიგნალი შემოვა 112-ში, გადავა გარემოს დაცვის სამინისტროში, რომელი ჯგუფიც ახლოს იქნება, აუცილებლად რეაგირებას მოახდენს, ეს იქნება პოლიციური დანაყოფი თუ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები და აქედან გამომდინარე, უფრო მეტად იქნება კონტროლზე და იქნება აღკვეთილი ყველა უკანონო, იგივე ეს იქნება წიაღისეულის მოპოვება თუ მნიშვნელობა არ აქვს, ყველანაირი, ბუნებრივ ზიანს ვინც აყენებს, უკანონოდ რა თქმა უნდა, ლიცენზიის გარეშე“.
იმედია მასე იქნებადა, მაგრამ თვითონ არ აიშვებს პოლიცია? ვარესი დრაკონიერები არიან, რამდენიც გინდა, ზოგიკიდე ისეთიკაციმყავსო იტყვის, ეგ უნდამოისპოს ძმებო
დზალიანაც კარგია ასე ტუ იკნება მე მივესალმები და დავეხმარები მატ ისე ვარ ამ უკანონო ტევზაობაზე და ნადირობის ცინამდეგი. სამტრედიას და კერდზოტ ბასჰის ტერიტორიას მიკციონ კურადგება.
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!