მთავარი » 2015»აპრილი»22 » ძაღლსა და ადამიანს შორის განსაკუთრებული კავშირი არსებობს
18:21:02
ძაღლსა და ადამიანს შორის განსაკუთრებული კავშირი არსებობს
ძაღლსა და ადამიანს შორის განსაკუთრებული კავშირი არსებობს
22.04.2015
ტყუილად არ ეძახიან ძაღლს "ადამიანის საუკეთესო მეგობარს". მეცნიერების თქმით, ადამიანისა და ძაღლის კავშირი იმაზე ღრმაა, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი.
აზაბუს (იაპონია) უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოავლინეს მიზეზი, თუ რატომ არის ძაღლისა და ადამიანის კავშირი ასე მყარი. ადამიანისა და ძაღლის კონტაქტისას ორივეს სისხლში არსებული ოქსიტოცინი ( ე.წ. "სიყვარულის ჰორმონი") თანაბრად იმატებს.
მეცნიერებმა ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კვლევა ჩაატარეს. ერთ-ერთი ცდისას ძაღლები თავიანთ პატრონებთან ერთად იყვნენ ოთახში. მკვლევრები მათი ოქსიტოცინის მოქმედებას აკვირდებოდნენ. ადამიანები, რომლებიც თავიანთ ძაღლს თვალებში ხშირად უყურებდნენ, მათ სისხლში დაფიქსირდა ოქსიტოცინის მკვეთრი მატება. იმ ძაღლებსაც, რომლებიც თავიანთ პატრონებს თვალებში უყურებდნენ, ეს ჰორმონი ანალოგიურად მომატებული ჰქონდათ.
მეცნიერებმა იგივე კვლევა მგლებზე ჩაატარეს და გაირკვა, რომ პატრონთან ურთიერთობისას მგლის ოქსიტოცინის ჰორმონის დონე არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პატარაობიდან ადამიანებთან იყვნენ გაზრდილნი.
"ოქსიტოცინი დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. ვთვლი, რომ ადამიანსა და მის ძაღლს შორის მიჯაჭვულობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ყოველივე ეს სწორედ ამ ჰორმონის დახმარებით გახდა ცნობილი. მე თავად ვმონაწილეობდი ექსპერიმენტში და მსვლელობისას, მას შემდეგ, რაც ჩემს ძაღლს თვალებში ვუყურებდი, ჩემი ჰორმონის მაჩვენებლი 300 %-ით იყო გაზრდილი."- ამბობს ტაკეფუმი კიკუსუი, აზაბუს (იაპონია) უნივერსიტეტის პროფესორი, რომლის კვლევაც გამოქვეყნებული იყო ჟურნალ "Science"-ში.
კვლევაში პატრონებთან ერთად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ჯიშისა და ასაკის ძაღლები.
ავტორი არ გამორიცხავს, რომ იგივე კავშირი შეიძლება კატასა და მის პატრონს შორის არსებობდეს.
ძალიან მაგარია და აბსოლუტური სიმართლეა, ძაღლი ადამიანის ყველაზე მაგარი მეგობარია P.S. პატრონის სიკვდილის შემდეგ ძაღლების 90% იღუპება გულის ინფარქტით. ესეც კვლევების შედეგად დადგინდა.
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!