მთავარი » 2015»მაისი»3 » "ვერ წარმომიდგენია, რა მომივიდოდა ნეოს გარეშე - მან მე გადამარჩინა...."
09:57:30
"ვერ წარმომიდგენია, რა მომივიდოდა ნეოს გარეშე - მან მე გადამარჩინა...."
"2 წლის წინ ჩემს სახლში ეს პატარა მშიშარა გაჩნდა. ჯერ მხოლოდ 4 თვის სიცოცხლის მანძილზე ნეოს ეტყობოდა, რომ ადამიანებისგან ბევრი ავი ნახა. გადაიტანა ბევრი დაცინვა და სიკვდილის პირას იყო, როდესაც ის სახლში წამოვიყვანე, იმდენად შეშინებული იყო, რომ ოთახში ჩემს ყოველ შემოსვლაზე შიშისგან შარდი ეპარებოდა.
მრავალი თვე დაჭირდა ჩვენ შორის დადებითი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ვცდილობდი, ნეოსთან დროის მაქსიმუმი გამეტარებინა. შეძლებისდაგვარად ყველგან თან დამყავდა.
და აი, 2 წლის შემდეგ მან სამაგიერო გადამიხადა.
ერთ საღამოს გადავწყვიტე გემრიელი კერძის მომზადება. მოვამზადე მასალა, ჩავაწყე ქვაბში და ცეცხლზე შევდგი, ტელევიზორი ჩავრთე და... ჩამეძინა...
4 საათის შემდეგ ძლივს შევძელი გაღვიძება. ნეო უცნაურად იქცეოდა, ხელზე მკბენდა, სახეს მილოკავდა და ყველანაირად ცდილობდა გონზე მოვეყვანე.
ამ დროისთვის ქვაბი უკვე იწვოდა. ბოლი მთელ ოთახში გავრცელდა. როგოც ჩანს, მისი შესუნთქვის გამო ვეღარ ვიღვიძებდი. კატამ თავს უშველა და ფანჯრიდან გადახტა. ნეო კი დაუღლელად ცდილობდა ჩემს გაღვიძებას.
ძნელია იმის თქმა, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო ის რომ არ ყოფილიყო. მე მისი მადლიერი ვარ, ცრემლებამდე მადლიერი."
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!