ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » ივლისი » 5 » კერძები, რომლის გასინჯვასაც გამბედაობა სჭირდება    

00:37:24
კერძები, რომლის გასინჯვასაც გამბედაობა სჭირდება

ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება ძალიან უცნაური, ზოგჯერ კი საშინელი კერძიც კი შემოგთავაზონ, რომლის დაგემოვნებას ნამდვილად ვერ გაბედავდით.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ აზია მდიდარია გამორჩეული კერძებით, დელიკატესებით, სანელებლებითა და არომატებით. ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება ძალიან უცნაური, ზოგჯერ კი საშინელი კერძიც კი შემოგთავაზონ, რომლის დაგემოვნებას ნამდვილად ვერ გაბედავდით. ამ ცოტა ხნის წინ გაგაცანით ჩინური დელიკატესები, რომელთა მხოლოდ ფოტოების ნახვამაც კი ბევრ თქვენგანს ზიზღი მოჰგვარა. წარმოგიდგენთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უცნაურ, ეგზოტიკური კერძების ათეული, რომელთა გასინჯვას მხოლოდ განსაკუთრებით მაგარი კუჭისა და ნებისყოფის ადამიანი თუ გაბედავდა.

 

 

 

 

 

 

 

1.თოლიას ღვინო-ასე უწოდებენ ამ სასმელს ინუიტები(კანადელი ესკიმოსები). ამ უცნაური სასმელის რეცეპტი ასეთია: მკვდარ თოლიას ათავსებენ ჭურჭელში, ასხამენ წყალს და ათავსებენ პირდაპირი მზის სხივების ქვეშ. ევროპელები, რომლებმაც ამ ღვინოს გასინჯვა გაბედეს, ასე აღწერდნენ მას :”თუ თქვენ გახსნით “ტოიოტას” კარბურატორს და დალევთ იქ დარჩენილ სითხეს, მაშინ წარმოიდგენთ, თუ რა გემო აქვს ამ საზიზღარ სასმელს”. ღვინოს მხოლოდ ერთი პლიუსი აქვს: ის ძალიან მალე ათრობს, თუმცა სამაგიეროდ საშინელი ნაბახუსევი იცის.

2.ტუნძიდანი, ანუ ბიჭების კვერცხები-ჩინური პროვინციის ჩეძიანის ტრადიციული კერძია. ამ კერძის მოსამზადებლად კვერცხებს ხარშავენ შარდში, რომელიც შეგროვებულია მხოლოდ მომწიფების ასაკს მიუღწეველი ბიჭუნებისაგან. სითხის ადუღების შემდეგ კვერცხებს ამოიღებენ და ტეხავენ, რათა სითხემ შიგნით შეაღწიოს. ხარშვის პროცესი მთელ დღეს გრძელდება. კერძი მზად ითვლება, როცა ნაჭუჭი დასკდება. ამბობენ რომ ტუნძიდანს ოდნავ მარილიანი გემო აქვს.

3.ჰაუკარლი-ისლანდიური ეროვნული კერძია, რომელიც წარმოადგენს გრენლანდიური პოლარული ზვიგენის გახრწნილ ხორცს. ახალ მდგომარეობაში პოლარული ზვიგენის ხორცი მომწამვლელია დიდი რაოდენობით ამიაკის შემცველობის გამო. ამიტომ ხორცს ჭრიან ნაჭრებად, ათავსებენ კონტეინერებში და დგამენ მზეზე 5-7 კვირის განმავლობაში, ან მეტხანს(სეზონის მიხედვით). შემდეგ ნახევრად გახრწნილ ხორცს იღებენ, კიდებენ კაუჭებზე და კვლავ აჩერებენ მზეზე 2-3 თვე. ამ ხნის განმავლობაში ხორცის ნაჭრები გარეკანით იფარება. სუფრაზე მიტანის წინ ამ კანს აჭრიან და მხოლოდ შუაში დარჩენილ მოყვითალო შეფერილობის ხორცს იყენებენ საკვებად.

4.ლუტეფიკსი-ტრადიციული სკანდინავიური თევზის კერძია. ესაა საშობაო დელიკატესი, რომელიც პოპულარულია ნორვეგიაში, შვედეთში და ფინეთის ზოგიერთ რაიონში. კერძის მოსამზადებლად გამხმარ თევზს ალბობენ კაუსტიკური სოდის ხსნარში 3 დღის განმავლობაში, შემდეგ ხსნარიდან იღებენ და წყალში აჩერებენ რამოდენიმე დღე. ქიმიური რეაქციის გამო თევზის რბილობი ჟელესმაგვარი კონსისტენციის ხდება და ღებულობს სპეციფიურ მძაფრ სუნს. ამის შემდეგ ლუტეფიკსს წვავენ ტაფაზე ან ღუმელში.

5.ბალუტი-მოხარშული იხვის კვერცხები, რომლებშიც უკვე განვითარებულია ჩანასახი. კერძი საკვებად გამოიყენება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში-ვიეტნამში, კორეაში, კამბოჯაში, ლაოსში, ტაილანდში და ჩინეთის ზოგ რაიონში. ბალუტი გემოთი მოხარშულ საქონლის ღვიძლს წააგავს.

6.ასწლოვანი კვერცხი-ჩინური სამზარეულოს პოპულარული საუზმეა. მას შემედგნაირად ამზადებენ: კვერცხს უსვამენ ჩაის, მარილის, სოდისა და ნაცრის ნარევს, შეახვევენ ბრინჯის ქაღალდში, შემოლესავენ თიხით, ჩააწყობენ კალათებში და მიწაში ფლავენ 4-5 თვე. ეს კეთდება იმისათვის, რომ კვერცხამდე ჰაერმა ვერ შეაღწიოს და ის დარჩეს ტუტე გარემოში მთელი ამ დროის განმავლობაში. 3-4 თვის განამვლობაში კვერცხის ცილა გადაიქცევა ჟელესმაგვარ ნახევრად გამჭვირვალე დრეკად მასად, ხოლო გული მომწვანო-მონაცრისფრო პასტისმაგვარ მასად, რომელსაც ამიაკის დამახასიათებელი სუნი აქვს.

7.ჯეკფრუტი-ბანგლადეშის ეროვნული ხილია. ეს არის ამქვეყნად ყველაზე დიდი ხილი, რაც კი ხეზე იზრდება. მწიფე ხილის კანს და თესლს გააჩნია სპეციფიკური დამპალი ხახვის სუნი, მაგრამ რბილობი გემრიელია და ანანასის გემო აქვს.

8.სიურსტრომინგი-შვედური ეროვნული კერძია, რომელიც წარმოადგენს კონსერვირებულ დამწნილებულ სტავრიდას. გასუფთავებულ თევზს აწყობენ ღია ჭურჭელში, ამარილებენ, ასხამენ წყალს და ტოვებენ ჰაერზე, რათა დადუღდეს. ამის შემდეგ თევზს ათავსებენ კონსერვის ქილებში, რომ კიდევ გააგრძელოს დუღილი. საბოლოოდ ის ღებულობს სპეციფიურ სირბილეს და დამახასიათებელ მყრალ სუნს.

9.კოპი ლუვაკი-ყავის სახეობაა მისი გადამუშავების მეტად ორიგინალური ხერხით. ყავის მომზადების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მუსანგები(გარეული თხის ჯიშია)ჭამენ ყავის ხის მწიფე მარცვლებს, მის რბილობს გადაამუშავებენ, ხოლო თვითონ ყავის მარცვლებს-არა. ადამიანები მუსანგების ექსკრემენტებს აგროვებენ, რეცხავენ და ახმობენ მზეზე. ყავის განსაკუთრებული გემო განპირობებულია ფერმენტ ცივეტინით, რომელსაც მუსანგის კუჭის წვენი შეიცავს. ამბობენ, რომ ეს ყავა განსაკუთრებული არომატით და გემოთი გამოირჩევა.

10.კოვუაკი-გრენლანდიაში მცხოვრები ესკიმოსების ეროვნული კერძია..სელაპის ტყავში ათავსებენ 400-მდე გამოუშიგნავ თოლიას და სხვა ფრინველს, ტყავიდან ამოტუმბავენ ჰაერს და გარშემო კარგად წაუსვემენ ქონს ჰერმეტულობისათვის. შემდეგ მას ათავსებენ მიწაში 3-18 თვემდე, სადაც ფრინველები ნელ-ნელა მწნილდებიან. დამწნილების შემდეგ ამოთხრიან ფრინველებს, ასუფთავებენ ფრთებისაგან და უმად მიირთმევენ. კივიაკი გემოთი მწარე და აყროლებულ ყველს წააგავს.

 



წყაროhttp://intermedia.ge
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 4556 | დაამატა: dudu-duda | ტეგები: კერძები, სჭირდება, რომლის, გამბედაობა, გასინჯვასაც | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 13
0   Spam
13 ილია   (14.07.2014 00:00:26) [მასალა]
ამ საჭმელებს მარტო პირდაპირ რეანიმაციაში ტუ შეჭამს კაცი ტუ არადა ასე დაგმარხავენ 54 როგორც ამ კერძების უმრავლესობას gimili

0   Spam
9 berZul   (09.07.2014 11:58:37) [მასალა]
ქართველებს გვაქვს ასეთი ეგზოტიკური კერძიი ? 069 069

+2   Spam
10 IAA116   (09.07.2014 18:37:15) [მასალა]
ღორის ნაწლავებს რო განავლისგან გაასუფთავებ, შიგ კუჭმაჭს ჩატენი, რომელშიც ასევე განავლისგან გასუფთავებული ნაწლავები ურევია, შებოლავ და შემდეგ კეცზე შემწვარს მიირთმევ, ხო კაია? 069

0  
11 dudu-duda   (10.07.2014 01:26:29) [მასალა]
069 069 069 069 069 069

0   Spam
12 cheisi   (10.07.2014 10:28:47) [მასალა]
სელაპის ტყავში ჩალპობილ გამოუშიგნავ თოლიებს მაინც ჯობს, რავიცი კარგი გემო კი აქვს და 069 069

0   Spam
8 kucuna1   (09.07.2014 11:55:44) [მასალა]
თოლიის ღვინო და ეგ ხარჯი,შემოიცხი მეგობრები და შებერეე.

0   Spam
7 mirzagg   (07.07.2014 20:42:33) [მასალა]
069 069 069 დამწნილებული მაჩვიც მაგარი იქნება სკუნსის ღვინოსთან ერთად 17 17 39 39 sgds sgds

0   Spam
6 civilioni   (07.07.2014 16:00:49) [მასალა]
ამათი გასინჯვაცკი მართლა საზიზღრობა იქნება 3846

0   Spam
5 young_hunter_15years_old   (07.07.2014 09:01:17) [მასალა]
რო მეტყვიან გასინჯეო ესე გავუცინებ 1a48 სამამდე დავითვლი და 35854

0   Spam
4 young_hunter_15years_old   (07.07.2014 08:59:59) [მასალა]
:D

0  
3 dudu-duda   (06.07.2014 23:50:27) [მასალა]
მე მშიერი მოვკვდები და ვერ გავსინჯავ : 069

0   Spam
2 shontiamo   (06.07.2014 22:15:18) [მასალა]
8 ყველაზე კარგად გამოიყურება ამ სხვა დანარჩენისგან

0   Spam
1 cheisi   (06.07.2014 21:00:51) [მასალა]
რა არის რააა......................
ვააააააააა............
48 48 48 48

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 12
    სტუმარი: 12
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика