ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:
სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ბოლო კომენტარები
კარგი დღე იყო . [email=https://amindi.tv]ამინდის პროგნოზი[/email] Good მოკლეთ ყველაფერი აგვიგრძალეს
მთავარი » 2015 » მაისი » 8 » როდესაც ძაღლი ხვდება ძაღლს
13:15:49
როდესაც ძაღლი ხვდება ძაღლს
პირველი შეხვედრისას ძაღლები ერთმანეთის მიმართ შეიძლება განეწყონ კარგად ან ცუდად . ამ მხრივ ისინი ძალზე ჰგვანან ადამიანებს. ზოგი ძაღლი განსაკუთრებული სოციალური არსებაა _ სხეულის ენის საშუალებით გარკვეული მანძილიდანაც კი აშკარად გამოხატავს მეგობრულ განწყობას ახალი ნაცნობის მიმართ.
ორმხრივი სიმპათია
მაგალითად მაშინ, როდესაც ძაღლები ჩამოსხდნენ და საერთოდ არ ცდილობენ ერთმანეთის შეშინებას.
მეგობრული მისალმება
შეხვედრისას ორი ძაღლი ერთმანეთს დრუნჩს ულოკავს - ასე ძაღლები ერთმანეთს მაშინ ესალმებიან, როცა კარგი ნაცნობობა აკავშირებთ.
განშორების შემდეგ
ერთად გაზრდილი ლეკვები ნაყარის დატოვებიდან ცოტა ხნის შემდეგ შეხვედრისას ერთმანეთს სწრაფად ამოიცნობენ და მეგობრულ ურთიერთობას კვლავ გააბამენ. ასევე ამოიცნობენ თუ არა ერთმანეთს თვეების ან წლების განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრების შემდეგ _ ძნელი სათქმელია. უეჭველია, თავიდან სიფრთხილეს გამოიჩენენ, როგორც უცნობ ძაღლებთან შეხვედრისას. მაგრამ შეჩვევის შემდეგ, სავარაუდოდ, ერთმანეთს მშვენივრად შეეწყობიან. ამ ეტაპზე მათ შესაძლოა განსხვავებული ტემპერამენტიც გამოავლინონ, რადგან ერთნაირ გარემოში არ იზრდებოდნენ. ეს შეიძლება მკაფიოდ არც ჩანდეს. განსხვავებები, სავარაუდოდ, ყველაზე თვალსაჩინოდ ვლინდება წვრთნის დროს, თუმცა, გააჩნია, როგორ ექვემდებარება წვრთნას თითოეული მათგანი.
კარგი სუნი
ძაღლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია შემხვედრი ძაღლის სუნი. ამ სურათზე ჩანს, როგორ ყნოსავენ ერთმანეთს ეს ინგლისური ბულდოგები.
მშვიდი შეხვედრა
ძაღლებს ერთმანეთთან შეხვედრა არ აშფოთებთ... წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაქცევად გამზადებულნი, ალბათ, ფეხზე იდგებოდნენ.
გაუთვალისწინებელი ურთიერთობები
ერთი ჯიშის ძაღლებს ერთმანეთის მიმართ თანადგომა არ ახასიათებთ. ზოგიერთი ჯიშის ძაღლები, მაგალითად სტაფორდშირული ბულტერიერები, შეიძლება უფრო მტრულად შეხვდნენ ერთმანეთს, ვიდრე სხვა ჯიშის ძაღლებს. აქ მნიშვნელობა არა აქვს ძაღლის შედარებით ზომებს; ზოგჯერ ერთმანეთი არ მოსწონთ რაიმე აშკარა მიზეზის გარეშეც. ალბათ, ერთმანეთის აღქმის დროს მათზე გავლენას ახდენს შეხვედრის გარემოებებიც. მაგალითად, საბელშებმული ძაღლი სეირნობის დროს უფრო აგრესიულია სხვა ინდივიდის მიმართ უბრალოდ იმიტომ, რომ დაბმულია და არ შეუძლია თავისუფლად იმოქმედოს. საბელშეხსნილი ძაღლები ზოგადად უფრო კარგად ექცევიან ერთმანეთს. თუ ერთი მათგანი საშიშია, მეორე ადვილად გაექცევა, ან ცნობისმოყვარეობის გამო დასუნავენ მოძმეს და გვერდს აუვლიან.
რჩევა
მეზობლად მცხოვრები ძაღლები შეიძლება ვერ შეეწყონ იმიტომ, რომ საკუთარ ტერიტორიას იცავენ ერთმანეთისგან.
ფრთხილად!
ნუ შეეცდებით, ძაღლს არავინ მიაკაროთ – მნიშვნელოვანია, რომ სხვა ძაღლებს შეხვდეს. უბრალოდ თვალყური ადევნეთ, როგორ ურთიერთობენ ისინი ერთმანეთთან.
წყარო : http://zooclub.ge
კატეგორია: ძაღლები |
ნანახია: 1968 |
დაამატა: Falconry
| ტეგები: როდესაც , ხვდება , ძაღლი , ძაღლს
| რეიტინგი: 0.0 /0
მსგავსი მასალა
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ონლაინში
საიტზე სულ: 5
სტუმარი: 5
მონადირე: 0