მთავარი » 2015»მაისი»4 » ამბავი პუმას გადარჩენაზე, რომლის სახლიც გადარჩენამდე მხოლოდ სატვირთო მანქანის საბარგული იყო..
18:08:15
ამბავი პუმას გადარჩენაზე, რომლის სახლიც გადარჩენამდე მხოლოდ სატვირთო მანქანის საბარგული იყო..
ეს პუმა, სახელად მუსტაფა მთელი ცხოვრება ცირკის სატვირთოს საბარგულში, რკინის ნივთებთან, მიჯაჭვული ცხოვრობდა . სატვირთო მანქანა მისი ერთადერთი სახლი იყო.
ჯერ კიდევ პატარაობისას, იგი პერუს ცირკს მიყიდეს, როგორც ეგზოტიკური ცხოველი და პუმა სოფლიდან-სოფელში დადიოდა როგორც ერთ-ერთი ატრაქციონი.
როდესაც არ იყო გამოსვლები, ის მოკუნტული იწვა თავისი რკინის სახლის კუთხეში.
"არასოდეს მინახავს ასეთი სევდიანი რამ. კუთხეში მიმწყვდეული ველური ცხოველი", - ამბობს პუმის ერთ-ერთი გადამრჩენი, "ცხოველთა საერთაშორისო დაცვის ორგანიზაციის" პრეზიდენტი იან კრიმერი.
მუსტაფა საერთოდ არ იჩენდა აგრესიას გარშემო მყოფთ მიმართ. მას ისიც კი არ ეტყობოდა, რომ ცოცხალი იყო. მაგრამ ყველას იმედი აქვს, რომ ცხოველთა დამცველები შეძლებენ მის მოვლას და სიცოცხლის სიხარულს დაუბრუნებენ.
მუსტაფას გათავისუფლებამდე რამოდენიმე საათთ ადრე ცხოველთა დამცველებმა მსგავს მოხეტიალე ცირკს ჩამოართვეს ვეფხვი სახელად გუვერი. ისიც საშინელ მდგომარეობაში დახვდათ.
"როგორც ჩანს ცირკის მუშაკებს სულ მცირე წარმოდგენაც კი არ აქვთ იმის შესახებ, თუ როგორც ცხოვრობენ ეს ცხოველები და როგორ უნდა მოუარონ მათ", - ამბობს იანი.
სულ მალე ყველა გადარჩენილ ცხოველს თავის ნამდვილ სახლში გაუშვებენ, სადაც არ იქნება რკინის გისოსებიანი ღობე. სადაც ისინი მშვიდად და თავისუფლად იცხოვრებენ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!