ხანძარი 300 ჰექტარი ტყის ტერიტორიაზე გავრცელდა. ინციდენტი ვაკპარაისოში (ჩილე) მოხდა. მოახლოებული უბედურება დედა ძაღლმა, სახელად ნეგრიტამ იგრძნო. მან ამოთხარა მიწა და თავისი 9 ლეკვი თხრილში დამალა იმ იმედით, რომ ლეკვებს ამგვარად დაიცავდა. მაშველებმა შემთხვევით ნახეს თხრილი, სადაც ლეკვები დედასთან ერთად იმალებოდნენ, ამოიყვანეს ისინი და დაცულ ადგილზე გადაიყვანეს. ხელისუფლებამ ხანძრის გამო, 7 000 ადამიანის ევაკურება მოახდინა. რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მთავრობის თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. გარდა ამისა, არა ერთი ადგილობრივი მცხოვრები ისევ უკან დაბრუნდა
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!