2011 წლის 31 აგვისტოს ცენტრალური ფლორიდის ერთ-ერთ ნაგვის ყუთში იპოვეს ლეკვი. ლეკვს ჰქონდა ძალიან საშიში დაავადება, რომელსაც ძაღლების უმეტესობა ვერ უმკლავდება. მინდა მოგიყვეთ ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გადაარჩინა ადამიანის სიყვარულმა და ცურვამ უპატრონო ლეკვი სიკვდილს.
ეს ლეკვი იპოვეს ფლორიდის სანაგვეში. პატარას ჰქონდა საშინელი დაავადება სახელად "მოცურავე ლეკვების სინდრომი”, ხოლო უფრო ზუსტი სახელწოდება კი არის მკერდის უჯრედის ძაბრისფორმისებური დეფორმაცია. ეს არის ძალიან იშვიათი დაავადება, მაგრამ თუკი რომელიმე ლეკვს შეხვდა, მაშინ იგი წევს მკერდზე და ფეხები სხვადასხვა მხარეს აქვს გაშლილი. ჩვეულებრივსამებრ ეს სინდრომი ხდება ნევროლოგიური პრობლემების მიზეზი და ძაღლი კვდება. ვეტერინარები იძლეოდნენ ლეკვის დაძინების რეკომენდაციას.
ერიკა დენიელი ეს ის ადამიანია, რომელმაც შეიფარა სინდრომით დაავადებული ლეკვი ერთი დღით სანამ დააძინებდნენ. ადამიანის უბრალო მოფერებით და რამდენიმე საათიანი მასაჟის შემდეგ ლეკვმა აწია თავი და დაიწყო თავის მოძრაობა. დენიელმა მაშინვე მოიმარჯვა ტელეფონი ხელში და დაურეკა ბევ მაკკარტს – ძაღლების თერაპევტი უინთერ პარში, რომელმაც უფასოდ დააყენა ლეკვი კვლავ ფეხებზე.
ცურვის პირველ გაკვეთილზე ლეკვი, რომელსაც ერიკამ დაარქვა ჰარპერი ძალიან კარგად იქცეოდა. ბევ მაკკარტის თქმით ჰარპერის ტვინმა აითვისა ძირითადი თვისებები: "მისი ტვინი ამუშავდა და საბოლოოდ მიხვდა, რომ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი”.
"ჰიდროთერაპიამ და მასაჟმა დაეხმარა ამ ძაღლს, რომ აღედგინათ მისთვის მოძრაობის მარტივი ინსტინქტი, ეს არის ძალიან კარგი მოტივაცია, რომელიც აიძულებს ძაღლს, რომ ადგეს და გაიაროს”.
ჰარპერის "დედა” და ძაღლების დახმარების ცენტრის უფროსი – ერიკა დენიელსი ამბობს, რომ ჰარპერს დაეხმარა რამდენიმე პროცედურა: ჰიდროთერაპია, მასაჟი და კუნთების ელექტრონული სტიმულაცია. ჰარპერი თავს გრძნობდა ნასიამოვნებად, როგორც ყველა კარგი მასაჟის შემდეგ. იმ დღეს მან ცოტათი სიარულიც კი დაიწყო.
"მასში იყო თავდაჯერებულობა”, – ამბობს ბევ მაკკარტი. "ის საოცრებაა, ის ნამდვილი მოსიარულე საოცრებაა”.
ჰარპერი ფეხზე დააყენა მის მიმართ გამოვლენინმა ადამიანურმა სიყვარულმა და ზრუნვამ. ერიკა დენიელი ამბობს, რომ ოქტომბრის ბოლოსთვის მას მოუძებნის სახლს, თუ რათქმაუნდა შეძლებს მასთან დაშორებას.
ჰარპერმა თავისი პირველი ნაბიჯები გადადგა ბალახზე, შემდეგ ხალიჩაზე და შემდეგ უკვე ასფალტზე. "მას ჯერ კიდევ არ შეუძლია სიარული მეტლახზე და ხის იატაკზე”. – ამბობს დენიელი.
ჰარპერი დიდი სიამოვნებით თამაშობდა სხვა ოჯახის ძაღლებთან, რომლებიც ცხოვრობენ დენიელის სახლში. "ჩემმა ძაღლებმა ის დიდი სიამოვნებით მიიღეს”.
"ფითბულები ესენი ჩვეულებრივი ძაღლები არიან”, – ამბობს დენიელი, – "ძაღლებს სჭირდებათ სიყვარული და კარგი სახლი”.
ჰარპერს ასევე დაეხმარეს ცენტრალური ფლორიდის მაცხოვრებლებმა, როდესაც უყურეს ფოტორეპორტაჟს საწყალი ლეკვის შესახებ. მთელი ფული, რომელიც მიღებული იქნა ფოტოების გაყიდვებიდან ჩაირიცხა სამედიცინო ანგარიშების გადახდაზე და ძაღლების დახმარების ფონდში, სადაც მუშაობს ერიკა დენიელი.
"მის წინააღმდეგ იყო მთელი სამყარო, მაგრამ ის მებრძოლია. ის უბრალოდ ლამაზია და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ახლა ის კარგადაა”, – ამბობს ერიკა დენიელი.