გერმანიაში, ჩვეულებრივი ძაღლი გახდა ვარსკვლავი მას შემდეგ, როცა 18 ლეკვის დედა გახდა. ძაღლის პატრონები, და ვეტერინარი შოკირებულნი იყვნენ ასეთი „უამრავი სიურპრიზით", განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ყველა ლეკვი დაიბადა ბუნებრივი გზით, ექიმის დახმარების გარეშე. მშობიარობის პროცესი მიმდინარეობდა დაახლოებით 28 საათის განმავლობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა ლეკვი ცოცხალი და ჯანმრთელია…
ლეკვების დედა, მსოფლიოში საუკეთესო მონადირე ძაღლად არის აღიარებული: Rhodesian Ridgeback, რომელსაც სხვა სახელებითაც იცნობენ: Ridgeback(შემოკლებით).
Rhodesian Ridgeback წარმოშობით ზიმბაბვედან არის. მას იყენებდნენ როგორც სანადიროდ, ასევე სახლისა და ქონების დასაცავად. იგი წარმოშობით იმ ძაღლების ნაჯვარია, რომლებიც XVI-XVII საუკუნეებში ჩამოიყვანეს სანხრეთ აფრიკიდან (Khoikhoidog, Mastiff). ამ ძაღლის პირველი სახეობა დაფიქსირდა 1877 წელს. სასულიერო პირს ლომი ეგონა როცა ცხენით მიმავალმა პირველად დაინახა და სწორედ აქედან შეარქვეს ამ ძაღლს "აფრიკული მონადირე ლომი” (African Lion Hound).
ამ ჯიშის ძაღლებს დაშვებული ყურები აქვთ. Rhodesian Ridgeback ასევე გამოირჩევა წინა ფეხების სისწორითა და სიძლიერით;
მოკლე ბეწვი უმშვენებს ტანს, რომელზედაც ერთი უცნაურობა აქვს – ზურგზე ბეწვი უკუღმა ეზრდება (ანუ კუდიდან კისრის მიმათულებით)
რამონა ვეგემანი (Ramona Vegeman) ძალიან ამაყობს თავისი საყვარელი ძაღლით, რომელსაც ქვია ეტანა (Etana), მაგრამ ამავე დროს ძალიან ღონეგამოცლილი და გატანჯულია 18 ლეკვის გამუდმებული კვებით . რამონამ თვითონ აიღოი ეს პასუხისმგებლობა, რადგან ახლადმშობიარე დედა ვერ უმკლავდება ამდენ ლეკვს.
ეს იყო ეტანას მეორე ორსულობა. პირველად მას შეეძინა 6.. ლეკვი, რომელიც სრულად შეესაბამება მის ჯიშს, მაგრამ 18 ლეკვი? – არ იყო მოსალოდნელი ეტანასაგან ასეთი „სიურპრიზი".
ნახეთ ვიდეო :
რამონა და მისი ქმარი იძულებულნი იყვნენ დაეთმოთ მთელი თავიანთი დრო და სივრცე სახლში ლეკვებისათვის. მათი სასტუმრო ოთახი „გადატრიალებულია" და მოცემულ მომენტში გახდა ლეკვების სახლი. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 25 სექტემბერს და ცოლ-ქმარმა ოთხი მათგანი უკვე გაყიდა . რამონა იმედოვნებს, რომ თითოიელ მათგანს შეხვდეს ღირსეული პატრონი …