ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » თებერვალი » 22 » იცით თუ არა რომ    

14:22:36
იცით თუ არა რომ
ერთი შეხედვით ეს არის გაყინული ჩანჩქერი, რაც თითქმის შეუძლებელია სამხრეთ მექსიკის თბილი კლიმატის გამო. სინამდვილეში ეს არის ქვის ჩანჩქერი, რაც ერთი შეხედვით სეუძლებელია, თუმცა რეალობაა. ეს საოცარი ჩანჩქერი, გამოიყურება როგორც გაქვავებული, ტურისტული ღირშესანიშნაობაა ცნობილი როგორც "მდუღარე წყალი" (Hierve el Agua). მდებარეობს ოახაკას შტატში. მისი წარმოქმნის მიზეზი არის ბუნებრივი მინერალური რესურსები. ოდესღაც აქ მართლა ყოფილა ჩანჩქერი, მაგრამ იმდენად მდიდარი იყო მინერალებით, რომ ჩანჩქერის გაშრობის შემდეგ დარჩა ეს ქვის წარმონაქმნი.

კაკაპო - თუთიყუში, რომელმაც არ იცის ფრენა. მას ფრთები კი აქვს, მაგრამ არ გააჩნია მუსკულატურა რომელმაც მოძრაობაში უნდა მოიყვანოს, თითქმის ატროფირება განიცადა, ევოლუციის შედეგად. ყველაზე დიდი რაც შეუძლია ხეზე ასვლა და იქიდან უეცრად ჩამოხტომაა. მეცნიერების აზრით ამის მიზეზი ადაპტირებაა გარემოსთან, სადაც საერთოდ არ არიან მტაცებლები. 

კაკაპო ყველაზე დიდი კი არა, უზარმაზარი თუთიყუშია! მამრის წონა 4 კილოგრამამდე აღწევს. ისინი ასევე დიდხანს ცოცხლობენ, საშუალოდ 95 წელი. 

მნახველების თქმით მას აქვს უცნაურად სასიამოვნო სურნელი.

ინსანო - ყველაზე მაღალი და გიჯური სასრიალო მსოფლიოში
მდებარეობს ქალაქ ფორტალეზაში (ბრაზილია). შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე მაღალი. ინსანოს სიმაღლეა 41 მეტრი, რაც ოდნავ მაღალია14 სართულიან შენობაზე. ასევე აქვს ყველაზე ციცაბო ფერდობი. ამის გამო დაშვება გრძელდება მხოლოდ 4-5 წამი, მაგრამ 105 კმ/ს სიჩქარით.

რაფლეზია არის ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში. მიეკუთვნება პარაზიტ მცენარეებს. ძირითადად ის ხარობს მალაკას ნახევარკუნძულზე, სუმატრას, იავას, კალიმანტანის და ფილიპინის კუნძულებზე. 
ამ საოცარ ყვავილს არც ფესვი აქვს, არც ღერო და არც ფოთლები. ყვავილი პარაზიტობს ლიანებზე. 9 თვემდე მწიფდება და ყვავილობს სულ ცოტახნით - 3-4 დღე. აქვს დამპალი ხორცის სუნი, რითაც ბუზებს იზიდავს. რაფლეზიას მოყავისფრო-წითელი 5 სქელი, ხორციანი ფუცელი აქვს, მეჭეწისებური კოპლებით დაფარული. ყვავილის დიამეტრი ერთ მეტრამდე აღწევს, ხოლო წონა ათ კილოგრამდე.

საქართველოს გამორჩეულ სპორტსმენთა შორის არის მიხეილ ხერგიანი, რომელიც კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატი იყო. ის ხშირად ლაშქრავდა მწვერვალებს,იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა შეჯიბრებებში.

ერთ-ერთ ასეთ შეჯიბრებას ინგლისის დედოფალიც დაესწრო
კლდეზე ცოცვისას მიხეილ ხერგიანს ტრიკონები (სპეციალური "ბათინკები", რომლის ძირი ვეფხვის ტორს წააგავს) ეცვა. როდესაც დედოფალმა კლდეზე მცოცავები შეამჩნია, თქვა: "ერთს ვიცნობ, ჩვენია, მაგრამ ვინ არის ის, მეორე, კლდის ვეფხვივით რომ დაცოცავს?" 
მედიამ დედოფლის ფრაზა აიტაცა და მიხეილ ხერგიანს "კლდის ვეფხვი" სამუდამო სახელად შერჩა.

1969 წლის 8 აგვისტოს თურქესტანის ქედზე მდებარე 4960 მეტრი სიმაღლის მწვერვალს „მიხეილ ხერგიანის" სახელი ეწოდა, ასევე, 1978 წელს, მზის სისტემაში აღმოჩენილ მცირე პლანეტასაც ნომრით 3234 მისი სახელი მიენიჭა. 


ვაზი - იგი განასახიერებს უძველეს ქართულ მხედრულ წესს, რომლის მიხედვითაც ქართველი მეომარი უთანასწორო ბრძოლაში შესვლამდე ზურგზე ვაზს იკიდებდა, რადგან სწამდათ რომ მათ თუ თავიანთი თანამებრძოლენი ვერ დაასაფლავებდნენ , მაშინ თვითონ გაენაყოფიერებინათ დედა სამშობლო, მტერი კი ვერ ხვდებოდა რომ ზურგს უკან სიკვდილის ველს კი არა მშვენიერ ვენახს ტოვებდა. ვენახს რომელიც 3 წლის მერე ქვრივ-ობლებს ნიშანს მისცემდა, აქა ვართ, არსად წავსულვართ და თქვენთან ვბრუნდებით სისხლად და ხორცად , ღვინის სულად და მარადისობის უძლეველობადო.
 

ერთი კატერი და 145 წყლის მოთხილამურე - მათ აჯობეს 114 წყლის მოთხილამურეს და მოხსნეს მსოფლიო რეკორდი. კატერს ჰქონდა 1550 ცხენისძალიანი ძრავა. მონაწილეთა ასაკი იყო 12-დან 60 წლამდე.
ავსტრალიის დასავლეთი, ტასმანიის სანაპირო.
http://www.youtube.com/watch?v=wpG2Jg_YTw0 ლინკზე შეგიძლიათ ვიდეოც იხილოთ

ოლგინატეს ტბა. დაბალ სიმაღლეზე მყოფი ღრუბლები ფარავენ ჩრდილოეთ იტალიის ალპურ ველებს. ამასთან, ქვემოდან ამომავალი სინათლე მათ ლამაზ ელფერს აძლევს. ზემოდან კი მთვარის შუქი ეფინებათ.


მატერჰორნი. მთის მბრწყინავი მწვერვალი მზის ჩასვლისას. მატერჰორნი შვეიცარიისა და იტალიის საზღვარზე მდებარეობს და ალპების უმაღლესი წერტილია (4477 მ). გამორჩეულია გიგანტური პირამიდის ფორმის მქონე მწვერვალით, რაც განსაკუთრებით იზიდავს ალპინისტებს.


ერთგული პატრონი
მას 3 საათის განმავლობაში ეჭირა ცხენის თავი, მას შემდეგ რაც ის ავსტრალიის სანაპიროზე ტალახში კისრამდე ჩაეფლო . 500 კილოიანი ცხენი, სახელად ასტრო, ტრაქტორის დახმარებით გადაარჩინეს.

მსოფლიოში ნავთობის მარაგით პირველ ადგილზე ვენესუელაა, ხოლო ათეული ასე გამოიყურება:
1. ვენესუელა
2. საუდის არაბეთი
3. კანადა
4. ირანი
5. ერაყი
6. ქუვეითი
7. არაბეთის გაერთ.საამიროები
8. რუსეთი
9. ლიბია
10. ყაზახეთი

მედუზა ბიოლოგიურად უკვდავია. მას შეუძლია იცოცხლოს მუდამ, რადგან აქვს უნარი დაუბრუნდეს სიცოცხლის პირველ სტადიას.

ყველაზე დიდ კერძად მსოფლიოში - "შემწვარი აქლემი" მიიჩნევა.შემწვარი აქლემის შიგთავსში მოთავსებულია ცხვარი,ცხვარში - ქათამი,ქათამში - თევზი,ხოლო თევზში - კვერცხი.ასეთი კერძი ძირითადად მზადდება ბედუინების მიერ საქორწინო წვეულებისათვის




წყაროhttps://www.facebook.com/es.sainteresoa?ref=ts&fref=ts
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 4941 | დაამატა: dudu-duda | ტეგები: იცით, რომ, არა, თუ | რეიტინგი: 5.0/2

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 8
+1   Spam
8 ogafa   (24.02.2013 10:23:57) [მასალა]
ცხენი გადარჩინა ყოჩაღ ქალო 10 10 10

+1   Spam
7 zuraba   (23.02.2013 18:56:54) [მასალა]
ისრაელსჰია გადაგებული ასჰკარად. ისე მაგარი კერზი იკნება ხო იცი 10 10 10

+1   Spam
6 tatoxoni   (23.02.2013 17:26:37) [მასალა]
კაი ინფორმაციაა 166 166 166

+1   Spam
5 joksa   (22.02.2013 22:45:48) [მასალა]
10 10 166

+1   Spam
4 tarantuli777   (22.02.2013 22:10:04) [მასალა]
166 166 166 166 10 10 10

+1   Spam
3 LUKICHA   (22.02.2013 20:57:02) [მასალა]
10 166 ოლგინას ტბა მაგარი ლამაზია

+1   Spam
2 giohunt1982   (22.02.2013 14:30:34) [მასალა]
კარგი იყოო 10 10 23_30_126

+1   Spam
1 mamalixarazuli   (22.02.2013 14:27:15) [მასალა]
ცხენზე კარგი იყო. აი ერთგულება 23_30_126

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика